თეგებით ძიება
31. 01. 2016 News-ები

ნუცა ბუზალაძე თურქული ვოისის წინააღმდეგ „თურქი ულვაშიანი ტიპი დამიყენეს“

ნუცა ბუზალაძე „თურქულ ვოისს“ გამოეთიშა. ამის შესახებ ნუცამ თავად დაწერა ფეისბუქზე.

დღემდე ის ჟიურის ერთ- ერთ ფავორიტად სახელდებოდა და წერდნენ, რომ გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა.

სამწუხაროდ დარბაზში მსხდომმა მაყურებელმა სხვაგვარად გადაწყვიტა და ნუცა პროექტის მიღმა დარჩა.

„კი მართალია, გამოვეთიშე პროექტს!! მაგრამ ეს მე ისედაც ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან დამიყენებდნენ თურქ ულვაშიან ტიპს და ამღერებდნენ თურქულად.

თურქებს კი, რა თქმა უნდა, თავისიანი მოეწონებოდათ.

ასეც მოხდა!! თუმცა არავინ არ მინდა, რომ ინერვიულოთ! მე არ დავმარცხებულვარ! გამარჯვება ჩემი ისაა, რომ ამხელა ქვეყანაში სადაც, არ უნდა წავიდე, ყველგან მცნობენ და უკვე საკმაოდ ბევრი ფანი გამიჩნდა.

მაგრამ ფინალში გადასვლას წყვეტს ხალხი, რომელიც დარბაზში ზის და პულტები უჭირავს ხელში! ესაა ერთადერთი უსამართლობა!

მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს. პლიუს ამას ბევრი შემოთავაზებები! დაელოდეტ სიახლეებს, კარგ სიახლეებს“, წერს ნუცა.


ავტორი ნათია ჩაფიძე
სპეციალურად GOGAGGG.COM-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა