ქალი, რომელიც ორი წელი დაკარგულად ითვლებოდა, ზღვაში ცოცხალი იპოვეს (ვიდეო)
დაკარგული ქალი, რომელიც თავისმა ქალიშვილმა ბოლოს ორი წლის წინ ნახა, ცოცხალი იპოვეს კოლუმბიის სანაპიროზე, ეს უკანასკნელი თვითმკვლელობას ცდილობდა.
46 წლის ანჟელიკა გაიტანი მეთევზე როლანდ ვისბალმა ამოიყვანა წყლიდან, რომელმაც თავდაპირველად იფიქრა, რომ ტივტივა შენიშნა.
26 სექტემბერს ქალმა პუერტო–კოლუმბიას სანაპიროდან ერთი მილი გაცურა. მან რვა საათზე მეტი ღია ზღვაში გაატარა, მისი გადარჩენის ამსახველ ჩანაწერზე კი ყველაფერი დეტალურად ჩანს.
მამაკაცებს ის კითხვებზე პასუხს არ სცემს, ისინი ქალს სასმელ წყალს უწვდიან. მოგვიანებით ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას, გადარჩენილმა ქალმა განაცხადა, რომ ის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს სასტიკმა ქმარმა ჩამოაშორა, რომელიც მასზე 20 წლის განმავლობაში ძალადობდა.
„ძალადობა პირველი ფეხმძიმობისას დაიწყო, ის მცემდა და სასტიკად მექცეოდა. მეორე ორსულობისას იგივე გრძელდებოდა, მისგან ვერ მივდიოდი, რადგან გოგონები პატარები იყვნენ. ბევრჯერ ვუჩივლე, პოლიციას კი 24 საათით მიჰყავდა ის და როცა სახლში ბრუნდებოდა, იმავეს სჩადიოდა“, – განაცხადა ქალმა.
ის ასევე ამტკიცებს, რომ ყოფილმა ქალმა მისი ნების საწინააღმდეგოდ ის სახლში ჩაკეტა და აიძულებდა ტუალეტად უკანა ეზო გამოეყენებინა მანამ, სანამ 2018 წლის სექტემბერში მის მკვლელობას ცდიდა. ქალმა ქმრისგან გაქცევა შეძლო და ექვსი თვე ქუჩაში ცხოვრობდა. მან თავშესაფარში იპოვა ადგილი მოგვიანებით. თუმცა, იქაც წინააღმდეგობებსა და ძალადობებს გადააწყდა. როგორც თავად იხსენებს, თავშესაფარში მყოფი ქალები, მას შხაპის მიღების საშუალებას არ აძლევდნენ. ქალი იხსენებს, როდესაც მისი ყოფილი ქმარი სხვა შტატში გადავიდა საცხოვრებლად, სამართალდამცავებმა ის აიძულეს თავშესაფარი დაეტოვებინა, შედეგად ყოველგვარი დაცვის სისტემა დასრულდა და ამან თვითმკვლელობისკენ უბიძგა. სწორედ ამიტომ გადახტა წყალში.
არსებული ინფორმაციით, დედას ქალიშვილები მოუვლიან.
წყარო: newposts.ge