მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების დეტალები - "ლამაზი, უდარდელი და ძალიან ჭკვიანი"
2017 წლის 23 თებერვალი ის თარიღია, რომელმაც დაღი ძალიან ბევრ ადამიანს დაასვა. 18 წლის ნუცა უცხო ქვეყანაში სრულიად მარტო ებრძოდა სიცოცხლეს. მაია ასათიანი რა თქმა უნდა მაშინვე გაფრინდა საფრანგეთში,როგორც კი ნუცას ავადმყოფობის ამბავი გაიგო, თუმცა დედის სიახლოვემაც ვერაფერი ქნა და ნუცა მენინგიტის დიაგნოზით გარდაიცვალა.
"ლამაზი უდარდელი და ძალიან ჭკვიანი" ასე ახასიათებენ მეგობრები მას. მიუხედავად იმისა,რომ ტელეწამყვანს არ უნდოდა მისი შვილი ოდესმე ყურადღებისცენტრში ყოფილიყო დღეს გოგონას სახელი ყველამ იცის და დღეს მთელი საქართველო ერთად გლოვობს კიდევ ერთი ანგელოზის დაკარგვას...
მაიას სულ იმის შიში ჰქონდა,რომ უცხო ქვეყანაში შვილს,რაიმე არ გაჭირვებოდა, ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანიც აქვეყნებს პოსტს:
"ჩემი და მაიას დიალოგი დაახლოებით ორი თვის წინ. გვიხაროდა ბავშვები ერთად რომ სწავლობდნენ და საუბარს ავტომატურად ემოციებიც მოჰყვა.
მაია- ნანუ, ბავშვი რომ წავიდა როგორ შეეგუე, არ გაგიჭირდა?
მე- ძალიან მენატრებოდა.
-მაგას არ გეკითხები, აი რამე რომ დაჭირდეს, ავად გახდეს და უცებ იქ არ ვიყო...."
ტრაკიგული ამბავი მაიას საავადმყოფოში ჩასვლისას შეატყობინეს, უცნობია ვინ გადაიღო ასეთ მომენტში ფოტო, თუმცა ეს სურათი სწორედ იმ მომენტშია გადაღებული როცა დედას შემზარავი ამბავი შეატყობინეს:
ეს კი ნუცას უკანასკნელი ფოტოა,რომელიც გუშინ საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
მაია ასათიანის ერთ-ერთი მეგობარი საზოგადოებას ჩვენი ინტერნეტმედიით მოუწოდებს:
"მეგობრებო ძალიან გთხოვთ ნუ დებთ პოსტებს ნუცაზე და ნუ ხართ სოციალურად აქტიური, facebook-ში .როდესაც მაიამ გაიგო მისი შვილის ცუდად ყოფნის შესახებ ერთადერთი რაც გთხოვათ იყო ის რომ არ გაგეზიარებინათ მისი პოსტი მხოლოდ გელოცათ... ახლაც ასე მოიქეცით და პატარა ანგელოზისთვის უბრალოდ ილოცეთ"
ინტერნეტ ტელევიზია GOGA.TV-ი კიდეც ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების გამო
სპეციალურად: GOGA.TV-სთვის