წყალდიდობა და მეწყერი ტანზანიაში , რომლის შედეგადაც გარდაიცლავა 47 ადამიანი
მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ტანზანიაში წყალდიდობასა და მეწყერს სულ მცირე 47 ადამიანი ემსხვერპლა.
ძლიერი წვიმა ტანზანიის დედაქალაქ დოდომას ჩრდილოეთით 300 კილომეტრში, ქალაქ კატეშში შაბათს დაიწყო, რამაც წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. სტიქიის შედეგად 85 ადამიანი დაშავდა.
ტანზანიის პრეზიდენტმა დუბაიში, კლიმატის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.