თეგებით ძიება
14. 02. 2016 News-ები

რა არის რეალურად "ვალენტინობა"

არსებობს ერთადერთი ისტორიული ცნობა, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ინახავს და ეს არის ვინმე ვალენტინოს, ეკლესიის მიერ განკვეთილი ბერის შესახებ ცნობა - რომელმაც პირველმა დასწერა ჯვარი ჰომოსექსუალისტ წყვილს და ამით განარისხა მთელი ქრისტიანული სამყარო და ეს ზუსტად 14 თებერვალს მოხდა! "აღიარებული დღესასწაული", რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი რეალური ისტორია – განკვეთილი ბერის, ვალენტინის, მიერ ჰომოსექსუალისტებზე დაწერილი ჯვრისწერა უდევს, ამერიკელებმა კომერციის დღესასწაულად აქციეს. 2005 წლიდან რომის პაპის და ვატიკანის საელჩოს განცხადებით ჭეშმარიტ ქრისტიანებს აეკრძალათ 14 თებერვლის, როგორც შეყვარებულთა დღის აღნიშვნა.

ასეთივე აკრძალვა გააკეთა მართმადიდებლურმმა ეკლესიამაც (მათ შორის უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკო-პატრიარქმა ილია მეორემ), რამეთუ ეს არის დღე როცა ჰომოსექსუალისტებს პირველად დაწერეს ჯვარი!

მართმადიდებლური ეკლესია, ჭეშმარიტ, სულიერი სიყვარულის დღეს საქართველოში აღნიშნავს 16 ივლისს - გერგეტობის დღესასწაულზე, რომელიც უწმინდესმა ილია მეორემ დააწესა 1980 წლიდან, ხოლო, სამოქალაქო, საერო სიყვარულის დღე საქართველოში - 1994 წლიდან გაზაფხულის შუა თვის, შუა რიცხვში ყოველ 15 აპრილს აღინიშნება, რომლის დაარსებასაც კონკრეტული ქართული წყვილის, კონკრეტული სიყვარულის ისტორია უდევს საფუძვლად...


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა