ყველაზე რთული დღეები ივნისში - ასტროლოგები გვაფრთხილებენ
ასტროლოგები გვპირდებიან, რომ ივნისი ყველა თვალსაზრისით პოზიტიური თვე იქნება - ზოდიაქოს ნიშნების უმეტესობისთვის ვარსკვლავები კრიტიკულს არაფერს გვპირდებიან. ივნისი იქნება დრო დასაფიქრებლად, კარიერული საკითხების გადასაჭრელად და ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
ზოგადი დადებითი ფონის მიუხედავად, ზაფხულის პირველ თვეს მაინც არის რამდენიმე დღე, რომელსაც ასტროლოგები არახელსაყრელად მიიჩნევენ.
პლანეტა იუპიტერი ტყუპების ნიშანში გადავიდა და ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა. მთელი ივნისის განმავლობაში მერწყულს, სასწორს, ლომს და ვერძს იღბალი თან სდევთ. რაც შეეხება ივნისის მთავარ ნიშანს, ტყუპს, ძალიან დატვირთული პერიოდი ელის, მაგრამ ბევრი მოვლენა პიროვნულ არჩევანზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ საით მიმართავს საკუთარ ენერგიას.
რაც შეეხება რთულ დღეებს. პირველი 8 ივნისს დაიწყება 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ დღეებში ჯანმრთელობის დასუსტების მაღალი რისკია, ფიზიკური დაზიანების შანსებიც მატულობს. ზოგადად, ამ დღეების განმავლობაში სასიცოცხლო ენერგია სუსტდება.
ივნისის შუა რიცხვები მშვიდი და ხელსაყრელიც კი იქნება, თუმცა თვალყური უნდა ადევნოთ თქვენს დაპირებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მოკლე ვადაში იმდენი საქმე დაგიგროვდეთ, ყველაფრის გასაკეთებლად ქანცის გაწყვეტა დაგჭირდეთ. ეს განსაკუთრებით თევზების ნიშანს ეხება.
22 და 23 ივნისს კი კონფლიქტების ალბათობა მატულობს. ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, უბრალოდ, დატკბეთ უქმეებით და სხვის საქმეებში არ ჩაერიოთ.
შემდეგი რთული თარიღი 26 ივნისია.ამ დღესაც მაღალია კონფლიქტების შესაძლებლობა, ჩხუბის რისკი შეიძლება წარმოიშვას ფინანსურ საკითხებზეც, ამიტომ უმჯობესია ამ დღეს თავი შეიკავოთ და ფულთან დაკავშირებული საკითხები არ განიხილოთ.
წყარო: მშობლები.გე