თეგებით ძიება
19. 02. 2024 News-ები

არ გახსოვთ? უსუფაშვილი, ხიდაშელი თავისი ბავშვებით გვერდზე ედგნენ ბიძინას ტრიბუნასთან, როცა უფასო ფულს გვპირდებოდა - შალვა ნათელაშვილი

არ გახსოვთ? უსუფაშვილი, ხიდაშელი თავისი ბავშვებით გვერდზე ედგნენ ბიძინას ტრიბუნასთან, როცა გვპირდებოდა უფასო ფულს, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

„ამ წვრილფეხობა, ერთკაციან-ორკაციანმა პარტიებმა, უიდეოებმა, ფულზე ამხედრებულებმა არაერთხელ დაღუპეს ქვეყანა. ხან ოპოზიციაში იყვნენ, ხან მთავრობაში იყვნენ. ჯერ გამსახურდიას აეკიდნენ, დაუშალეს ის მრგვალი მაგიდა, სამოქალაქო ომით დაამთავრებინეს ქვეყანას საქმე და ტერიტორიები დაგვაკარგვინეს. მერე შევარდნაძეს აეკიდნენ, მერე სააკაშვილს აეკიდნენ, მთელი დღევანდელი ოპოზიცია ვინც არის, ვარდების რევოლუციაში იყო. მერე აეკიდნენ ბიძინა ივანიშვილს და უსუფაშვილები, ხუდაშელები, ბერძენიშვილები, არ გახსოვთ? ყველა იყო პარლამენტში და არ უსუფაშვილი, ხიდაშელი თავისი ბავშვებით გვერდზე ედგნენ ბიძინას ტრიბუნაზე, როცა გვპირდებოდა უფასო ფულს",- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

წყარო: აიპრესი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა