მერიის ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობას ტოებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ განაცხადა. ირაკლი ლექვინაძის თქმით, საკადრო ცვლილებები პროცესების გაჯანსაღებას ემსახურება.
„ახლაც მიმდინარეობს გარკვეული გადაადგილებები, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომლის მიზანი არის ძალიან მარტივი რამ - მოხდეს პროცესების გაუმჯობესება და მოხდეს იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს არსებობს ქალაქ თბილისში, უფრო ეფექტურად რეაგირება, რომელიც ითხოვს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებას. ამიტომ ეს არის ერთერთი ჩვეულებრივი, რიგითი შიდა გადაადგილება. ბატონი პაატა ჯაჭვლიანი ალბათ მერიის სხვა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას და ეს შიდა გადაადგილებები გარკვეულწილად შეიძლება გაგრძელდეს“,-განაცხადა ლექვინაძემ.
news.ge