ჯენიფერ ლოურენსი ფულს კეთილშობილური მიზნებისთვის ხარჯავს
ჯენიფერ ლოურენსი თავის ფულს ხარჯავს კეთილშობილური მიზნებისთვის. ცოტა ხნის წინ ოსკაროსანმა მსახიობმა განაცხადა, რომ მისმა საქველმოქმედო ფონდმა გადარიცხა 2 მილიონი დოლარი ბავშვთა საავადმყოფო Kosair Hospital-ში, რომელიც მდებარეობს მსახიობის მშობლიურ ქალაქ ლუისვილში.
ლოურენსის გადაცემული თანხა, მოხმარდება კარდიოლოგიურ განყოფილებას, რომელსაც, სხვათა შორის, მსახიობის საპატივცემულოდ ჰქვია-Jennifer Lawrence Foundation Cardiac Intensive Care Unit-ი.
თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ მან ფული გადაურიცხა საავადმყოფოს გამოაქვეყნა YouTube-ში, ვიდეოში მსახიობმა მოუწოდა ყველას, რომ დახმარებოდნენ ბავშვებს და კიდევ 2 მილიონი დოლარი შეეგროვებინათ მათთვის.
სპეციალურად: GOGAGGG.com-ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი