მხატვარ თამარ კვესიტაძის ქანდაკება "ალი და ნინო" მსოფლიოს საუკეთესო ქანდაკებად დასახელდა
ქანდაკება ბათუმში 2010 წელს გაიხსნა. 7 - მეტრიან ქალისა და მამაკაცის სკულპტურებს გარდასახვისათვის 40 წუთი სჭირდებათ, ისინი ერთმანეთს უერთდებიან და სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოდ იქცევიან.
რჩეული ქანდაკების ხუთეული ასე გამოიყურება:
1 ალი და ნინო - საქართველო;
2. სიყვარულის კედელი - საფრანგეთი;
3. შეხვედრის ადგილი - დიდი ბრიტანეთი;
4. ჯულიეტას ქანდაკება - იტალია,
5. რომეო და ჯულიეტა - აშშ.