თეგებით ძიება
15. 02. 2016 News-ები

პროკურატურა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების სკანდალზე საუბრობს

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოქალაქე გელა ღურწკაია დააკავა. წინასწარი ინფრომაციით ღურწკაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-ე და 157-ე მუხლებით წაუყენეს, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება-გავრცელებას გულისხმობს.

გადაცემა P.S.-მა გაარკვია, რომ საქმე ეხება ორი თვის წინ მომხდარ ინციდენტს, როდესაც გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედაქციაში გელა ღურწკაია მივიდა და წინასწარ დაანონსა, რომ ეკა ბესელიასა და პოლიტპატიმრების შესახებ, ჟურნალისტებისათვის საინტერესო მასალები ჰქონდა.

გაზეთის რედაქტორის ნანა თვალაბეიშვილის მიერ მეხსიერების ბარათის შემოწმების შემდეგ კი მასზე დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა აღმოჩნდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა