თეგებით ძიება
21. 02. 2016 News-ები

რუსეთთან სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება მიღწეულია

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ სერგეი ლავროვთან სირიაში ცეცხლის შესახებ დროებითი შეთანხმება მიღწეულია. „ჩვენ მივაღწიეთ პრინციპულ თანხმობას ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე სირიაში“ – განაცხადა დღეს კერიმ იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

კერის თქმით ის და ლავროვი იმედოვნებენ, რომ უახლოეს დღეებში ამერიკის რეზიდენტ ობამას და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ექნებათ საუბარი ამ შეთანხმების საბოლოოდ გაფორმებაზე. ამ დროისათვის ორივე მხარე დეტალების შეჯერებით არის დაკავებული, დასძინა კერიმ.

ეს განცხადება დაადასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ეს შეთანხმება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე 18 სახელმწიფოს შორის მიღწეული თანხმობის გაგრძელებაა. სირიის ლიდერი ბაშარ ალ-ასადი ასევე აცხადებდა გუშინვე, რომ ის მზადაა ცეცხლის შესაწყვეტად, იმ პირობით, რომ ტერორისტები არ შეეცდებიან ამჟამად მქონე პოზიციების გაუმჯობესებას.
euronews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა