თეგებით ძიება
28. 11. 2016 News-ები

მონატრებული სიყვარული

ამომეწურა ყველა ფრაზები,
არ ვიცი რაღა მოგწერო მეტი,
რაც მომაგონდა ლამაზი სიტყვა...
ყველაფერი მე შენთვის მინდა,
როგორ გავიგო თუ მაპატიე...
გამაგაებინე, ნუ დამაბნიე,
შენ დამაწერინე მე პირველად ლექსი,
რატო მაწამებ, რა გინდა ქეთი...?
რა გავაკეთო მეტი არ ვიცი,
მე მალე მოვალ, თუკი დამიცდი,
მოვალ ახლოს და ჩაგეხუტები,
ხელს ნუ მკრავ ქეთი, გაგებუტები...
მოვა დრო შენც მოგენატრები,
შენც მოგაწვება გულზე დარდები,
და ვეღარ მნახავ, დავიკარგები...
გაირბენს წლები, დაგავიწყდები,
გაიცნობ ვინმეს, და მაშინ მიხვდები...
მე ხომ მიყვარდი, არ გატყვილებდი,
მერე რა მოხდა თუ გაწყენიე,
მე ხომ ამაზე ბევრჯერ ვინანე,
არ შეგეპაროს ჩემში შენ ეჭვი,
მოვა მომენტი და მე შენ გეტყვი...
გეტყვი იმას, რომ ძალიან მიყვარხარ,
მე შენ მოგძებნი სანთლით კარდაკარ,
და რომ გიპოვი, ხელში აგიყვან,
და სიხარულისგან გულში ჩაგიკრავ...
გაგაგონებდი ჩემს გულის ცემას,
დაგავიწყებდი მე ყველა წყენას,
დაგიჩოქებდი, ხელს ზემოთ ავწევდი,
და სიყვარულზე დაგიფიცებდი,
მე წაგიყვანდი შენ ლამაზ ტაძარში,
ჯვარს დავიწერდით ნორმის ფარგლებში,
გაგიკეთებდი ბაჯაღლოს ბეჭედს,
და მადლობას შევთხოვდი მაღალ ღმერთს,
რომ მოგავლინა ამ ქვეყნად ქეთი...
შენა ხარ ასეთი ერთადერთი,
ასე მთავრდება ჩემი ოცნება...
ქეთი მიყვარხხარ, შენ ხარ ჩემი ცხოვრება!
წყარო: poezia.in


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა