თეგებით ძიება
29. 11. 2016 News-ები

ყალბი ატესტატებისა და დიპლომების დამზადებაზე დააკავეს

ყალბი ატესტატებისა და დიპლომების დამზადება-გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, ბრალდებულები დიპლომების სანაცვლოდ მოქალაქეებს 3500 აშშ დოლარს სთხოვდნენ. მათი დაკავება თანხის გადაცემის დროს მოხდა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ იბერიას დირექტორმა და ერთ-ერთმა მოქალაქემ გასაღების მიზნით დაამზადეს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სხვადასხვა ფაკულტეტის ყალბი დიპლომები, რომლებიც წინასწარი შეთანხმების საფუძველზე გარკვეული თანხის სანაცვლოდ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს ვახტანგისის ადმინისტრაციულ ერთეულში ეთერ კ-სა და მის თანამზრახველზე გაასაღეს. გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე,“ - განაცხადა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებელმა გიორგი ქურდაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა