თეგებით ძიება
09. 02. 2017 News-ები

ზურაბ აბაშიძე რუსეთთან სავიზო რეჟიმზე საუბრობს

პრაღიდან თბილისში გვიან ღამით დაბრუნებული ზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რომ გრეგორი კარასინთან შეხვედრის ერთ-ერთ მთავარი თემა 2011 წლის ხელშეკრულება იყო. წინასწარი მონაცემებით, სოჭთან, ჩრდილო ოსეთსა და ზემო ლარსში 3 საბაჟო პუნქტი გაკეთდება, რომელსაც ოპერირებას შვეიცარიული კომპანია გაუწევს.

„ვისაუბრეთ, 2011 წელს გაფორმებულ შეთანხმებაზე საბაჟო მონიტორინგის შესახებ და შევთანხმდით, რომ დაჩქარდება მუშაობა ამ თვალსაზრისით,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ტექნიკურ დეტალებს შვეიცარიული დელეგაცია ჯერ თბილისთან, შემდეგ კი უკვე მოსკოვთან შეათანხმებს. გარდა ამ საკითხისა, ზურაბ აბაშიძის თქმით, მოსკოვი მუშაობს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხზე.

„ჩვენ რუსეთის მოქალაქეებს საერთოდ მოვუხსენით სავიზო მოთხოვნები. თუ კიდევ გაამარტივებენ, მივესალმებით ამას, თუ მოხსნიან, ამასაც მივესალმებით, მაგრამ ეს მათი პრეროგატივაა. როგორც ამბობენ, ფიქრობენ და მუშაობენ შემდგომ გამარტივებაზე,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

დიპლომატის განცხადებით, ქართულმა მხარემ შეხვედრაზე გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხიც დააყენა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა