როგორ გავხდეთ უფრო ლამაზი? - რჩევები ეკო ფანგანისგან
"როცა მეკითხებიან, როგორ უვლი თავს, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, საჩუქარი გავუკეთე ჩემს თავს, ერთი წელია სოლარიუმში არ დავდივარ. ჯერ კიდევ იმ დროს დავდიოდი სოლარიუმში გატეხილი სარკეები რომ ჰქონდათ. სოლარიუმი საშინელებაა, ახალგაზრდა კანს აჭკნობს და აბერებს. კვირაში სამი დღე მაინც დავდიოდი, ათი წლის მანძილზე და კიდევ კარგი, მაინც დროულად დავასტოპე. აღარ მომწონს ზამთარში სოლარიუმის ფერები. სოლარიუმში სიარულის შედეგად, შემეცვალა კანის სტრუქტურა, საკმაოდ კარგი კანი მაქვს და მე რომ ეს ყველაფერი არ გამეკეთენა, პატარა ბავშვის კანი მექნებოდა. პირველი ტიპის კანი მქონდა, ამდენ რუჯში პიგმენტი გამომეცვალა. ყველას ვურჩევ ხელოვნურად ნუ დავიბერებთ თავს." -ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ეკო ფანგანი
სპეციალურად: GOGAGGG-ისთვის