გავავსოთ "დავით პეტრიაშვილის არენა" - "საბურთალოს" ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება
18 ოქტომბერს, უეფას ახალგაზრდული ლიგის ფარგლებში, "საბურთალოს" 19-წლამდელთა გუნდი "ბურსასფორის" 19-წლამდელებს უმასპინძლებს.
მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივრის ყოფნა სტადიონზე აუცილებლობას წარმოადგენს.
"საბურთალოს" 19-წლამდელთა გუნდმა თურქეთში "ბურსასფორი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ეს იმის ფონზე შეძლო, რომ შეხვედრის არბიტრი, რბილად რომ ვთქვათ, მეტოქის მხარეს იყო.
აღსანიშნავია, რომ ქართული კლუბები ამ ტურნირზე მესამედ მონაწილეობენ და "საბურთალო" ერთადერთია, რომელმაც მეტოქე დაამარცხა.
- U19. ბურსასფორი-საბურთალო 0:1 - რაც ყაზახმა არბიტრმა იკადრა... [VIDEO]
თუ "საბურთალო" "ბურსასფორს" ტურნირიდან გამოთიშავს, თბილისელები
მეორე წრეში სერბულ "ბროდარაცსა" და ჰაიფას "მაკაბის" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.
ეს მატჩები 1-ელ და 22 ნოემბერს გაიმართება. ამ ეტაპის გამარჯვებული კი უეფას ახალგაზრდული ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს, რომელიც 2018 წლის 6 და 7 თებერვალს არის დანიშნული.
შესარჩევი ეტაპის წარმატებულად დაძლევის შემთხვევაში "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. აქედან გამომდინარე, თბილისს მომავლის ვარსკვლავები ეწვევიან.
"საბურთალოსა" და "ბურსასფორს" შორის შეხვედრა "დავით პეტრიაშვილის არენაზე" გაიმართება, რომელიც სულ რაღაც 2500 ადამიანს იტევს.
ქართველი გულშემატკივარი უამრავჯერ დადგომია ქართულ ფეხბურთს გვერდში და ამ პატარა სტადიონის გავსება ნამდვილად შეგვიძლია.
ჩვენ გაქვს შანსი, მოტივაცია მივცეთ ქართული ფეხბურთის მომავალს და ხელი შევუწყოთ განვითარებაში. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თბილისში ბევრი თურქი ცხოვრობს და შესაძლოა, თანამემამულეების საქომაგოდ მოვიდნენ.
მატჩზე დასწრება თავისუფალია, მაგრამ ბილეთები კონტროლდება. ამიტომ მსურველებმა აუცილებლად მისწერეთ საბურთალოს facebook გვერდს. ასევე, ბილეთების გაცემა მოხდება 18 ოქტომბერს, 17:00-დან დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონის სალაროებში.
"დავით პეტრიაშვილის არენა" დიღომში მდებარეობს. სტადიონის მახლობლად შეგიძლიათ მოხვდეთ: 3, 21, 24, 26, 46, 51 და 121 ავტობუსებით.
წყარო: sportall.ge