როგორ აღვზარდოთ პატარა კირჩხიბი?
ნებისმიერი მშობლის სურვილია მისი შვილი წარმატებული, ღირესული და ჭკვიანი პიროვნება გაიზაროს. თუმცა ბავშვები, იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით ევლინებიან ქვეყანას სხვადასხვა ფსიქო-ტიპის მქონე ინდივიდებად შეიძლება ჩამოყალიბდნენ. თითოეულ მათგანს კი განსაკუთრებული მიდგომა და კომუნიკაციის ფორმა ესაჭიროება მშობლის მხრიდან.
დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელშიც თითოეული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელის აღზრდა-განვითარების საკითხზე ვიმსჯელებთ დეტალურად.
როგორ აღვზარდოთ კირჩხიბი
პატარა კირჩხიბის დედობა ან მამობა თუ გარგუნათ ბედმა, მის ემოციურ ბუნებას მოთმინებით უნდა მოეკიდოთ. თქვენი შვილი ხასიათის ადამიანია, ამასთან ერთად იგი ძლიერი ინტუიციის გამო, შესანიშნავად გრძნობს, როგორ არიან მის მიმართ განწყობილი გარშემო მყოფები. ამიტომ, თუ მისკენ უარყოფითი მუხტის ვიბრაციას მოდის, საკუთარ თავში იკეტება და უარს აცხადებს კომუნიკაციაზე. ამასთან ერთად, კირჩხიბს ხასიათი მაშინაც უფუჭდება, როცა მისთვის ახლობელი ადამიანები (დედა, მამა, ბებია, და-ძმა) მოწყენილი არიან ან რაიმე სახის პრობლემა აქვთ გადასაჭრელი.
თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ თქვენი შვილი ჯერ კიდევ ბავშვია, საიმისოდ რომ ამგვარი რამეები ესმოდეს და განიცდიდეს, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ ის ფაქტი, რომ კირჩხიბს მთვარე მართავს, ამიტომ იგი "ანტენასავით" იჭერს უარყოფით ემოციებს. საამისოდ ასაკი და გამოცდილება მას სრულებით არ ესაჭიროება.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ არასოდეს იხუმროთ უხეშად მასზე. მით უმეტეს, არასოდეს გააკრიტიკოთ იგი ცინიკური ტონით, თუნდაც დარწმუნებული იყოთ, რომ მთელი ასი პროცენტით ცდება. ასეთ ბავშვებს ისედაც საკმარისზე მეტი დოზით გააჩნიათ თვითკრიტიკულობა და დანაშაულის შეგრძნება, ამიტომ თქვენი უტაქტო საქციელით მას ამ თვისებებს უფრო ნუ გაუძლიერებთ.
პატარა კირჩხიბები სათუთი ფსიქიკის გამო, სხვა ბავშვებზე მეტად საჭიროებენ მოფერებას და სითბოს აშკარა გამოხატვას მშობლების მხრიდან. იყავით თქვენს შვილთან რბილი, ლოიალური და ტაქტიანი. ნაკლზე დიპლომატიურად მიუთითეთ, რაიმე ღირსება კი მის ხასიათში მაქსიმალურად წარმოაჩინეთ. გახსოვდეთ, მისი ნდობის დაკარგვა ადვილია, ხოლო კირჩხიბმა თუ ნდობა დაკარგა, ხანგრძლივი დრო და მცდელობა დაგჭირდებათ საიმისოდ, რომ მასთან ძველებური ურთიერთობა აღადგინოთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge