თეგებით ძიება

ლილიტი თხის რქაში

ასტროლოგიაში მეტ-ნაკლებად ჩახედულ ადამიანებსაც კი ალბათ ყურმოკრულად მაინც გაუგიათ, ლილიტის იგივე შავი მთვარის შესახებ. თავად დეფინიცია "შავი" მიუხედავად იმისა, მზეა იგი თუ მთვარე , უკვე ნეგატიურ ასოციაციას იწვევს ადამიანში. ასტროლოგიური კუთხით ამა თუ იმ ადამიანის პირად რუკაში, ამ უკანასკნელის ცხოვრებაში, ყველაზე სახიფათო ცდუნებების შესახებ იძლევა დეტალურ ინფორმაციას. ის თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანში და რომელ სახლშია განთავსებული თქვენი ლილიტი, განაპირობებს თავად ამ ცდუნების სფეროს და მისი გამოვლენის გზებს. ზოგისთვის იგი შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობები იყოს (ლილიტი სასწორში ან მეშვიდე სახლში), ზოგისთვის ნათესავებთან პრობლემები (ლილიტი კირჩხიბში ან მეოთხე სახლში), ზოგს კი ლილიტი მეგობრების არჩევაში არ მისცემს იღბალს (ლილიტი მერწყულში ან მეთერთმეტე სახლში). თუმცა, ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში არის ის, რომ ლილიტი, როგორც წესი, საწყის ეტაპზე ყოველთვის დადებითად ვლინდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იგი ყოველთვის ოსტატურად იმალება იქ, სადაც ერთი შეხედვით ყველაზე უსაფრთხო და იდეალური გეჩვენებათ სიტუაცია. აქედან გამომდინარე, საიმისოდ, რომ ჩვენს ცხოვრებაში არსებულ ე.წ. "წყალქვეშა რიფებს" ანუ ლილიტურ ხაფანგებს თავი მშვიდობიანად დავაღწიოთ, აუცილებელია, ჩვენი პირადი რუკის მიხედვით ამ საბედისწერო ასტეროიდის ზუსტი კონფიგურაცია და განლაგება ვიცოდეთ, რომელსაც ჩვენი სტატიების მორიგ ციკლში გთავაზობთ.


ლილიტი თხის რქაში

ლილიტის ამგვარი მდებარეობა მიანიშნებს იმას, რომ წარსული ინკარნაციიდან ადამიანს მოჰყვება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ცოდვა. ზედმეტი კარიერიზმი. შესაძლოა იგი თავად იყო საკუთარი ხელქვეითების მჩაგვრელი და მანიპულატორი. სხვების წვალების და დამცირების ხარჯზე ქონების მომხვეჭელი. ლილიტის ამგვარი მდებარეობა ადამიანს უქმნის ილუზიურ განცდას იმისა, რომ მას ყველაფერი შეუძლია და რადაც არ უნდა დაუჯდეს ცდილობს თავისი გაიტანოს. მისი სწრაფვა საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად ზოგჯერ მანიაკალურ მიდრეკილებაში გადადის. იგი ვერ იტანს როცა ზღუდავს ან საკუთარ ადგილს უჩენს ვინმე. ზოგადად ლილიტის მსგავსი მდებარეობით ხშირად იბადებიან პიროვნებები, ვინც ოჯახის მხრიდან ტოტალურ კონტროლს განიცდის ან თავად მიაჩნია ასე. ზოგჯერ დედა ან მამა ზედმეტად მკაცრია მის მიმართ ბავშვობაში, რაც სამომავლოდ უყალიბებს მას მშობლებისგან თავის დახსნის მოთხოვნილებას, ხშირად ამ უკანასკნელთა სრული იგნორირების ხარჯზე.
სამედიცინო თვალსაზრისით ლილიტის ამგვარი მდებარეობა მიანიშნებს კიდურების დეფექტურ განვითარებას. სხვადასხვა სახის ანომალიებს ძვალსახსროვანი სისტემის კუთხით. უფრო ხშირად კი მისი გავლენა ხერხემლის პათოლოგიების და ოსტეოქონდროზის სახით გვხვდება.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა