ლილიტი სასწორში
ასტროლოგიაში მეტ-ნაკლებად ჩახედულ ადამიანებსაც კი ალბათ ყურმოკრულად მაინც გაუგიათ, ლილიტის იგივე შავი მთვარის შესახებ. თავად დეფინიცია "შავი" მიუხედავად იმისა, მზეა იგი თუ მთვარე , უკვე ნეგატიურ ასოციაციას იწვევს ადამიანში. ასტროლოგიური კუთხით ამა თუ იმ ადამიანის პირად რუკაში, ამ უკანასკნელის ცხოვრებაში, ყველაზე სახიფათო ცდუნებების შესახებ იძლევა დეტალურ ინფორმაციას. ის თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანში და რომელ სახლშია განთავსებული თქვენი ლილიტი, განაპირობებს თავად ამ ცდუნების სფეროს და მისი გამოვლენის გზებს. ზოგისთვის იგი შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობები იყოს (ლილიტი სასწორში ან მეშვიდე სახლში), ზოგისთვის ნათესავებთან პრობლემები (ლილიტი კირჩხიბში ან მეოთხე სახლში), ზოგს კი ლილიტი მეგობრების არჩევაში არ მისცემს იღბალს (ლილიტი მერწყულში ან მეთერთმეტე სახლში). თუმცა, ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში არის ის, რომ ლილიტი, როგორც წესი, საწყის ეტაპზე ყოველთვის დადებითად ვლინდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იგი ყოველთვის ოსტატურად იმალება იქ, სადაც ერთი შეხედვით ყველაზე უსაფრთხო და იდეალური გეჩვენებათ სიტუაცია. აქედან გამომდინარე, საიმისოდ, რომ ჩვენს ცხოვრებაში არსებულ ე.წ. "წყალქვეშა რიფებს" ანუ ლილიტურ ხაფანგებს თავი მშვიდობიანად დავაღწიოთ, აუცილებელია, ჩვენი პირადი რუკის მიხედვით ამ საბედისწერო ასტეროიდის ზუსტი კონფიგურაცია და განლაგება ვიცოდეთ, რომელსაც ჩვენი სტატიების მორიგ ციკლში გთავაზობთ.
ლილიტი სასწორში
ლილიტის ამგვარი მდებარეობა მიანიშნებს იმას, რომ წარსულ ინკარნაციაში ადამიანი ზედმეტად იყო დამოკიდებული საკუთარ სოციალურ სტატუსზე. სნობიზმი – აი, ყველაზე დიდი ცოდვა, რაც მას ლილიტის მიხედვით გადმოჰყვა ამ ინკარნაციაში. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მას აქვს ეს არის პასუხისმგებლობის აღების უუნარობა. სირთულეებისგან დამალვის, თავის არიდების მცდელობა. შესაძლოა ადამიანი წინა ცხოვრებაში ყოფილიყო მოსამართლე, რომელსაც ფულით მოსყიდულს, არასწორი განაჩენი გამოჰქონდა. ლილიტის ეს მდებარეობა ასევე მიანიშნებს იმას, რომ ადამიანი წინა ცხოვრებაში იყო კრიმინალი და საკმაოდ ბევრი პრობლემა ჰქონდა კანონთან.
სამედიცინო ასტროლოგიის კუთხით ლილიტის ამგვარი მდებარეობა განაპირობებს თირკმელის სისუსტეს – ნეფრიტის ან პიელონეფრიტის საფრთხეს. ასევე შარდსასქესო გზების დაავადებების ალბათობას. სხვადასხვა სახის ჰორმონალურ დარღვევებს. შაქრიანი დიაბეტისკენ მიდრეკილებას.
წყარო: astrologi.ambebi.ge