თეგებით ძიება

ლილიტი ლომში

ასტროლოგიაში მეტ-ნაკლებად ჩახედულ ადამიანებსაც კი ალბათ ყურმოკრულად მაინც გაუგიათ, ლილიტის იგივე შავი მთვარის შესახებ. თავად დეფინიცია "შავი" მიუხედავად იმისა , მზეა იგი თუ მთვარე, უკვე ნეგატიურ ასოციაციას იწვევს ადამიანში. ასტროლოგიური კუთხით ამა თუ იმ ადამიანის პირად რუკაში, ამ უკანასკნელის ცხოვრებაში, ყველაზე სახიფათო ცდუნებების შესახებ იძლევა დეტალურ ინფორმაციას. ის თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანში და რომელ სახლშია განთავსებული თქვენი ლილიტი, განაპირობებს თავად ამ ცდუნების სფეროს და მისი გამოვლენის გზებს. ზოგისთვის იგი შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობები იყოს (ლილიტი სასწორში ან მეშვიდე სახლში), ზოგისთვის ნათესავებთან პრობლემები (ლილიტი კირჩხიბში ან მეოთხე სახლში), ზოგს კი ლილიტი მეგობრების არჩევაში არ მისცემს იღბალს (ლილიტი მერწყულში ან მეთერთმეტე სახლში). თუმცა, ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში არის ის, რომ ლილიტი, როგორც წესი, საწყის ეტაპზე ყოველთვის დადებითად ვლინდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იგი ყოველთვის ოსტატურად იმალება იქ, სადაც ერთი შეხედვით ყველაზე უსაფრთხო და იდეალური გეჩვენებათ სიტუაცია. აქედან გამომდინარე, საიმისოდ, რომ ჩვენს ცხოვრებაში არსებულ ე.წ. "წყალქვეშა რიფებს" ანუ ლილიტურ ხაფანგებს თავი მშვიდობიანად დავაღწიოთ, აუცილებელია, ჩვენი პირადი რუკის მიხედვით ამ საბედისწერო ასტეროიდის ზუსტი კონფიგურაცია და განლაგება ვიცოდეთ, რომელსაც ჩვენი სტატიების მორიგ ციკლში გთავაზობთ.



ლილიტი ლომში

კარმულად ლილიტის ამგვარი მდებარეობა მიანიშნებს იმას, რომ გასულ ინკარნაციაში ინდივიდი ბოროტად იყენებდა ძალაუფლებას. გარდა ამისა, ლილიტი ლომში ხშირად ნიშნავს იმას, რომ ადამიანი წინა ცხოვრებაში სიყვარულს ცვლიდა ვნებაზე, სულიერებას კი ხორციელი სიამოვნების სანაცვლოდ სწირავდა. ქორწინდებოდა ანგარებით, ან ანგარებით აბამდა რომანებს მდიდარ და მატერიალურად უზრუნველოფილ ხალხთან. იშვიათ შემთხვევაში ლილიტის ამგვარი მდებარეობა მიანიშნებს იმას, რომ ადამიანი თავად იყო საკუთარი შვილების მკვლელი, გამშვილებელი ან მიმტოვებელი. შესაძლოა იგი მონაწილეობას იღებდა აბორტებში (მედდა, მეანი, ბებია ქალი). ლილიტი ლომში ასევე ნიშნავს შემოქმედებითი ნიჭის ცუდი გზით გამოყენებას. სკანდალურ პოპულარობას რომელსაც ადამიანი დეგრადირების გზით მიჰყავს. რეალურ ცხოვრებაში პიროვნებას ლილიტით ლომში აქვს მუდმივი განცდა იმისა, რომ არ არის დაფასებული. იგი გამუდმებით ცდილობს მოიპოვოს სხვებისგან აღიარება. ზოგჯერ მატერიალური დაინტერესების ან შანტაჟის გზითაც კი. მას ექმნება სირთულეები პირად ცხოვრებაში, გამომდინარე იქედან რომ წინა ინკარნაციიდან გადმოყოლილი ამბიციები უშლის ხელს პარტნიორი აირჩიოს გულით და არა გონებით.

სამედიცინო ასტროლოგიის თვალსაზრისით ლილიტი ლომში, იძლევა პრობლემებს რეპროდუქტოლოგიური კუთხით. გვიან შვილს ან რთულ ორსულობა-მშობიარობას. ასევე გულსისხლძარღვთა დაავადებების დიდ რისკს – სტენოკარდია, იშემია, არითმიული შეტევები. ზოგადად სისხლის მიმოქცევის დარღვევა. იშვიათად იგი ვლინდება სხვადასხვა სახის ვენერიული დაავადებების სახით რაც იწვევს უშვილობას.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა