თეგებით ძიება

გოგრის უგემრიელესი დონატები

ინგრედიენტები
გოგრის პიურე (მოხარშულის ან შემწვარის) - 200 გ
თბილი წყალი - 500 მლ
თბილი რძე - 800 მლ
მშრალი საფუარი - 1 ს/კ
შაქარი - 1 ს/კ
კვერცხი - 1 ცალი
კარაქი - 15 გ
ყავისფერი შაქარი - 70 გ
მწიკვი მარილი
დარიჩინი - 1 ს/კ
მუსკატის კაკალი (ჯავზი) - მწიკვი
ფქვილი - 500 გ
ზეთი - 1 ლ
შაქარი დარიჩინით - მოსაყრელად
ზეთი შესაწვავად

მომზადების წესები
1 ს.კ. შაქარი, საფუარი და თბილი რძე ავურიოთ, გავაჩეროთ 5 წთ. კარაქი გავადნოთ. კვერცხი და ყავისფერი შაქარი ავთქვიფოთ,
დავუმატოთ გოგრის პიურე, საფუვრის მასა, გამდნარი კარაქი, სანელებლები და ფქვილი. მოვზილოთ ზეთიანი ხელებით და დავდგათ ასაფუებლად. აფუებული ცომი 16 გუნდად დავყოთ. ღრმა ტაფაში ან ქვაბში გავაცხელოთ ზეთი და შევბრაწოთ დონატები. მზა ნამცხვარი გადმოვიტანოთ საშრობ ქაღალდზე და დარიჩინიანი შაქარი მოვაყაროთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა