თეგებით ძიება

როგორ აღვზარდოთ პატარა ვერძი

ნებისმიერი მშობლის სურვილია, მისი შვილი წარმატებული, ღირესული და ჭკვიანი პიროვნება გაიზაროს. თუმცა ბავშვები, იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით ევლინებიან ქვეყანას სხვადასხვა ფსიქო-ტიპის მქონე ინდივიდებად შეიძლება ჩამოყალიბდნენ. თითოეულ მათგანს კი განსაკუთრებული მიდგომა და კომუნიკაციის ფორმა ესაჭიროება მშობლის მხრიდან.

დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელშიც თითოეული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელის აღზრდა-განვითარების საკითხზე ვიმსჯელებთ დეტალურად.



როგორ აღვზარდოთ პატარა ვერძი

პატარა ვერძები ზოგჯერ ზედმეტად ეგოცენტრულები და ზედაპირულები არიან. ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია, ამიტომ თქვენს პატარას ყოველთვის სურს სამყარო მის გარშემო ტრიალებდეს და ყველაფერი ისე იყოს, როგორც მას მოესურვება. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მხრიდან იმპულსური საქციელი, აგრესიის გამოვლენა და ჩხუბი გარანტირებული გექნებათ.

თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ვერძი მოკლებულია გამჭრიახობას და სიეშმაკეს, იგი ძალიან ალალი და მიმდნობია მიუხედავად აგრესიული ხასიათისა. ამიტომ მის ხასიათში სიხისტე და ძალისმიერი მეთოდებისკენ მიდრეკილება, აჯობებს მიზანსწრაფულობით ჩაანაცვლოთ. დაეხმარეთ მას რაიმე კონკრეტული მიზნის დასახვაში და შემდგომ მაქსიმალურად ეცადეთ წაახალისოთ იგი წინსვლისკენ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია თქვენს ვერძ შვილს ასწავლოთ დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანა, რაც ვერძების დიდ ნაწილს სასტიკად არ სიამოვნებს და ეზარება. გაერთეთ მასთან ერთად სხვადასხვა სახის თავსატეხების ამოხსნაზე. განავითარეთ მასში ლოგიკური აზროვნების უნარი, რომელიც სამომავლოდ იმპულსურობის დაძლევაში დაეხმარება. საამისოდ უბრალო ფაზლების აწყობაც გამოდგება.

და რაც მთავარია, ასწავლთ მას სიმშვიდე, მოთმინება და სხვებისთვის ანგარიშის გაწევა. აუხსენით რას ფიქრობენ და განიცდიან სხვა ადამიანები, დაუსაბუთეთ რაში და რატომ ცდება ამა თუ იმ მომენტში. ასწავლეთ სხვისი აზრის მოსმენა და პატივისცემა, რაც ვერძს ყველაზე მეტად უჭირს. თუ მას ბავშვობის ასაკიდან მიაჩვევთ სხვებზე ზრუნვასა და ყურადღების გამოჩენას, დიდ ასაკში მისგან საამაყო და დიდსულოვანი პიროვნების დედობით (მამობით) დამსახურებულად იამაყებთ!
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა