ცხარე სკუმბრია კარტოფილით
ინგრედიენტები
ძირა - 1/4 ჩ.კ
ნიორი - 2-3 კბილი
მწარე წიწაკა - 1-2
ლიმონი - 1
კარტოფილი - 1.2 კგ
სკუმბრია - 1.5 კგ
ხმელი ქინძი, დაფქული - 1/4 ჩ.კ
ზეთი - 4 ს.კ
მარილი
მომზადების წესები
კარტოფილი საშუალო ზომაზე დავჭრათ და მარილიან წყალში სანახევროდ მოვხარშოთ.
წიწაკას თესლი ამოვაცალოთ, ნიორთან, სუნელებთან და 2 ს.კ ზეთთან ერთად ბლენდერში დავაქუცმაცოთ. თევზს მოვაყაროთ მარილი და წავუსვათ ეს ცხარე ნარევი. ჩავდოთ თევზი ღუმელის ფორმაში, გარშემო შემოვუწყოთ კარტოფილი და დაჭრილი ლიმონი, მოვასხათ დარჩენილი ზეთი.
შევწვათ 200 გრადუსზე20-30 წუთი. მზა თევზს ლიმონის წვენი მოვასხათ.