თეგებით ძიება

თხელი ღვეზელები კარტოფილისა და კომბოსტოს გულსართით

ინგრედიენტები
ფქვილი - 900 გ
კვერცხი - 2 ცალი
მშრალი საფუარი - 9 გ
კარტოფილის პიურე - გემოვნებით
მარილი და პილპილი
კეფირი - 500 მლ
შაქარი - 2 ს/კ
კომბოსტო - გემოვნებით
ზეთი
კარაქი ან მარგარინი - 100 გ

მომზადების წესები
გაადნეთ მარგარინი ან კარაქი და დაუმატეთ კეფირი, კვერცხი, შაქარი და მარილი. უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის ან ოდნავ თბილი მასა. დაუმატეთ საფუარი და გააჩერეთ 10 წუთი.ნელ-ნელა დაუამტეთ ფქვილი და მოზილეთ ძალიან რბილი, ელასტიკური ცომი. გააკეთეთ ცომისგან გუნდა და წაუსვით ზეთი, მოათავსეთ ჯამში, გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 40 წუთი თბილ ადგილას.
მოამზადეთ გულსართი: გააკეთეთ კარტოფილის პიურე,.
მეორენაირი გულსართისთვის მოამზადეთ ჩათუშული კომბოსტო.
აიღეთ გაფუებული ცომი. გაყავით პატარა გუნდებად, თითოეული გუნდა გააბრტყელეთ, ჩადეთ გულსართი, მოუკარით პირი და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა