თეგებით ძიება

სელენა ზოდიაქოს ნიშნებში - სელენა სასწორში

აქამდე არაერთი სტატია და განხილვა მიეძღვნა ფორუმზე შავი მთვარის იგივე ლილიტის განლაგებას და მის გავლენას ადამიანზე (უფრო კონკრეტულად ლილიტზე ინფორმაცია იხილეთ აქ http://forum.astrologi.ge/viewtopic.php?f=9&t=16) , თუმცა ამის პარალელურად ვფიქრობ უპრიანი იქნება თუ თეთრ მთვარეს იგივე სელენასაც დავუთმობთ ყურადღებას. მით უმეტეს, რომ ცოტა ხნის წინ სელენას განლაგებაც შეიცვალა და იგი სასწორის ზოდიაქოს ნიშნიდან, მორიელის ზოდიაქოში გადავიდა.

სელენა ნებისმიერი ჩვენგანის პირად კოსმოგრამაში ფიგურირებს, ლილიტთან ერთად. თუმცა თუ ლილიტი წარსული ინკარნაციებიდან გადმოყოლილ ფარულ საფრთხეებზე და მავნე ჩვევებზე მიგვანიშნებს, სელენა მის საპირისპიროდ მიუთითებს იმას, თუ რა სახის ნათელი კარმა დავაგროვეთ ჩვენ წარსულ ცხოვრებაში. სწორედ ეს დადებითი გამოცდილება გვეხმარება ამჟამინდელ ინკარნაციაში სელენას სფეროებში წინსვლა რომ შევძლოთ, ხოლო ხალხი ვინც ჩვენი სელენას ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება, კეთილისმყოფლად გვევლინება ხშირად.

სელენას განლაგების შესახებ თითოეულ ზოდიაქოსა ნიშანსა და სახლში, ოდნავ მოგვიანებით შემოგთავაზებთ სტატიების ვრცელ ციკლს, ამჯერად კი მინდა მოკლედ მოგახსენოთ იმის შესახებ თუ რას გვიქადის თეთრი მთვარის ტრანზიტული კომბინაცია მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც უახლოესი ერთი წლის მანძილზე გასტანს.

სელენას განლაგება მორიელის ზოდიაქოში აძლიერებს ადამიანური ნაკლოვანებების, ფარული ზრახვებისა და ჩანაფიქრების ზედაპირზე ამოტივტივების და გაცხადების ტენდენციას. ხალხი ვისაც პირად რუკაში წყლის სტიქიის პლანეტების სიმრავლე აღენიშნება, სელენას ამგვარი ტრანზიტისას განსაკუთრებით მძაფრად დაიწყებს გარშემომყოფების ფარული აზრების აღქმა-გაშიფრვას. თუმცა სელენა მორიელში ბევრის ცხოვრებაში დააყენებს "განწმენდის გზაზე" დადგომის საკითხს. თუ ნებაყოფლობითად არა, იძულებით (გარემოებების მსვლელობის მეშვეობით) მაინც. ამიტომ ბევრი ადამიანისთვის მოიტანს სელენას ტრანზიტი მორიელში სულიერ ძვრებს, საკუთარ თავში ჩაღრმავების აუცილებლობას, თუნდაც ემოციური ტკივილის სახით. შესაბამისად, თუკი ტრანზიტული სელენა თქვენს პირად კოსმოგრამაში რომელიმე მთავარ პლანეტას "ჩაება" მის აქტივაციას გამოიწვევს სწორედ სულიერების კუთხით. ასე მაგალითად, ვენერას შემთხვევაში იგი მოიტანს ახალ ნაცნობობას, რომელიც თქვენში ფასეულობების გადაფასებას ან ემოციურ ძვრებს შეუწყობს ხელს. მერკურის შემთხვევაში აქამდე დაფარულ საიდუმლოებებს ახდით ფარდას, მარსის შემთხვევაში შესაძლოა მოგიხდეთ პრინციპული ნაბიჯების გადადგმა სამართლიანობის დასაცავად და ა.შ.
ზოგადად სელენას ტრანზიტი მორიელში იძლევა უნიკალურ შანსს განვითარდეთ სულიერად. ამაღლდეთ თქვენს ნაკლოვანებებზე და გადახვიდეთ პიროვნული განვითარების გაცილებით უფრო მაღალ ეტაპზე. ეს არის სულიერი გამოღვიძების ხანა. რომლის დროსაც ლილიტის კირჩხიბში განლაგების პარალელურად (შეგახსენებთ, რომ ლილიტი ამგვარი ტრანზიტით ოჯახურ ფასეულობებს "უტევს") სელენა საშუალებას მოგცემთ, კიდევ ერთხელ გადააფასოთ და, რაც მთავარია, დააფასოთ თქვენი დამოკიდებულება ოჯახის წევრების, ახლობლებისა და საყვარელი ადამიანების მიმართ.


სელენა სასწორში

სელენას ამგვარი კომბინაციის მფლობელ ინდივიდს, გასული ინკარნაციიდან მოჰყვება სამართლიანობის, მშვიდობისმყოფელის, მედიატორის ნათელი კარმა. ყველაზე ხშირად სელენას ასეთი მდებარეობა მიანიშნებს იმას, რომ ადამიანი წარსულში იყო მიუკერძოებელი მოსამართლე, კანონმდებელი ან უბრალოდ ერთგული, ლოიალური მეუღლე, რომელიც მისი მეორე ნახევრისთვის ეტალონად დარჩა. ამიტომ ცხოვრების პირველ ეტაპზე ასეთი ადამიანი სელენას გავლენით ჯილდოვდება ჰარმონიული ურთიერთობებით გარშემო მყოფებთან, მეგობრული გარემოცვით მის გარშემო. მას უმართლებს პარტნიორული კუთხით და, როგორც წესი, წყალობენ საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები. ზოგადად ოფიციოზი და ელიტა მის მიმართ კეთილგანწყობილია. იგი ადვილად ახერხებს საკუთარი თავი კარგად წარადგინოს სოციუმის წინაშე და მათგან სიმპათია დაიმსახუროს. ასეთი ხალხი ძირითადად ბედნიერია ქორწინებაში და ნაკლებად იტანჯება ცალმხრივი სიყვარულის გამო. ხშირად სწორედ პარტნიორი თამაშობს მათ ცხოვრებაში გარდამტეხ როლს და მისი მეშვეობით აღწევს ადამიანი პოზიტიურ სულიერ ტრანსფორმაციას.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა