14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მეტი დრო დაუთმეთ ბინის კეთილმოწყობას, სამემკვიდრეო საკითხების მოგვარებას, საოჯახო ბიზნესის განვითარებას. საზღვარგარეთ მცხოვრებ ვერძებს მშობლები, მეგობრები დაგეხმარებიან განვითარებაში.
კურო
შეხვედრებისა და მოლაპარაკების, კონსულტაციების დღეა. საქმიანი დოკუმენტების გაფორმებისას მეტი ყურადღება გამრთებთ. ახლობლებს მეტად დაუთმეთ, ნუ გაჯიუტდებით.
ტყუპი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, საქმეები. ზოგიერთს ძვირად ღირებულ პროცედურებს უფასოდ გაუკეთებენ. კარგი დღე ელით შინაური ცხოველების, მოხუცების მომვლელებს.
კირჩხიბი
კარგი დღეა საქმიანი და შემოქმედებითი საქმეების მოსაგვარებლად. წარმატება ელით არტისტ და სპორტსმენ ნიშნებს. მშობლები შვილების წარმატებით იამაყებენ. სასიყვარულო შეხვედრა დაუვიწყარი იქნება.
ლომი
ნუ გაჯიუტდებით, შეცვალეთ მოქმედების ტაქტიკა. დღეს მეტად დიპლომატიური უნდა იყოთ. საქმეების მოგვარებისას მეგობრების, თანამოაზრეების იმედი უნდა გქონდეთ.
ქალწული
მოიცილეთ შიშები და მეტად თავდაჯერებულად იმოქმედეთ. კარგი დღეა სამსახურისა და საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად. მხიარულად ჩაივლის წვეულება. საკუთარ თავს სასურველი ნივთის შეძენაზე უარს ნუ ეტყვით.
სასწორი
იყავით მეტად მომთმენი და ნუ განაწყენდებით, თუ ყველაფერი ისე არ მოგვარდება, როგორც თავად გქონდათ დაგეგმილი. მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური და სამემკვიდრეო საკითხების მოგვარებისას.
მორიელი
ბიზნესის განვითარების, აქტიურად მოქმედების დღე გელით. ნუ მოგერიდებათ პირად ურთიერთობაში ინიციატივის გამოვლენის. კოლეგებში ავტორიტეტს აიმაღლებთ.
მშვილდოსანი
მშვიდად მოაგვარებთ რთულ საკითხებსაც კი. შეიძლება თქვენს სასარგებლოდ მოგვარდეს დავის საკითხი. მაგრამ ფრთხილად იყავით და ყველგან შარს ნუ ეძებთ.
თხის რქა
კარგი დღეა ურთიერთობის გასაუმჯობესებლად კლიენტებთან, უცხოელ პარტნიორებთან. დღეს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ. გარშემო მყოფებში ავტორიტეტს აიმაღლებთ.
მერწყული
რთულ საქმეებსაც კი მარტივად გართმევთ თავს. თუ საყვარელი ადამიანი შეხვედრაზე უარს გეტყვით, დრო დაგროვილი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ.
თევზები
შრომისმოყვარე ნიშნებს წარმატება ელით. საოჯახო საქმეების მოგვარების პარალელურად ნურც შემოქმედებითი იდეების განვითარებას დაივიწყებთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge