თეგებით ძიება

მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში - მთვარე მორიელში

მათთვის, ვინც ასე თუ ისე ერკვევა ასტროლოგიაში, კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ ადამიანის ძირითად სახასიათო შტრიხებს მზის (ცნობიერი) და მთვარის (ქვეცნობიერი) კონფიგურაციები აყალიბებს. ამიტომ, რაც უფრო ჰარმონიულია პიროვნების ნატალურ რუკაში მზე-მთვარის კომბინაცია (განლაგებულია ისინი ერთი და იმავე ან მონათესავე სტიქიაში), მით უფრო გაწონასწორებულ და ჰარმონიულ ინდივიდთან გვაქვს საქმე.



თუმცა, მოდით, უფრო დეტალურად გავეცნოთ მთვარის მდებარეობას ნიშნებში:


მთვარე მორიელში (დაცემული მთვარე)

ამ ადამიანის ემოციური სამყარო უზომოდ ინტენსიური და ძალზე ღრმაა. იგი ხშირად მოუთმენელი და ხასიათცვალებადია. მიდრეკილია ეჭვიანობისკენ და ეს არა მარტო პირად ურთიერთობებში, ზოგადად სხვა ადამიანებთან მის დამოკიდებულებაშიც ვლინდება. სინამდვილეში მთვარით მორიელი ძალზე სათუთია შინაგანად, თუმცა წყენის შემთხვევაში „ხურდის დაბრუნება“ არასოდეს ავიწყდება და ამ მხრივ ვერავინ უწოდებს მას სუსტს და უსუსურს. იგი ძალიან სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ ვინ რას წარმოადგენს. მიდრეკილია სხვების განსჯისკენ, თანაც ერთობ ცინიკური ტონით. ზოგადად მას გარშემომყოფებით მანიპულაციის მძაფრი მოთხოვნილება გააჩნია. თუმცა თუ არ სთხოვეს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას ყოველთვის ერიდება და რჩევების მიცემისგანაც მაქსიმალურად იკავებს თავს.

მართალია პერიოდულად უხეში, ენამწარე და უტაქტოც შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში მთვარით მორიელი სკამაოდ მზრუნველი ნატურაა. მას აქვს ნიჭი ბიზნეს საქმიანობის კუთხით, ამიტომ შესანიშნავად ახერხებს შორსმიმავალი ფინანსური გეგმების დასახვას და მათ უნაკლოდ შესრულებას. იგი საკმაოდ თავდაჯერებული და ამაყი ტიპაჟია, ამიტომ თითქმის ყოველთვის აღწევს იმას რაც ჩაიფიქრა, თუმცა ხშირად უწევს შემოვლითი გზებით თამაში. გამომდინარე იქედან, რომ მთვარით მორიელი ბუნებით ეჭვიანი, მესაკუთრე და დიქტატორული თვისებებით დაჯილდოვებული ადამიანია იგი იშვიათად ახერხებს ჰარმონიის პოვნას პარტნიორულ ურთიერთობაში და ქორწინებაში. მას ხშირად უფუჭდება ასევე ურთიერთობა შვილებთან. გამომდინარე იქედან, რომ ცდილობს მათზე იბატონოს.

როგორც წესი მისი ამ საქციელის მიზეზი ერთ-ერთი მშობლის (უფრო დედის) გავლენაა. ბავშვობაში იგი ან ძალიან მკაცრი იყო შვილთან, ან თავად ინდივიდი აიდეალებდა მას ზედმეტად. მთვარით მორიელი სიამოვნების და კომფორტის მონაა. ამიტომ როცა იგი საყვარელი საქმით არის გართული გარშემო ვერავის და ვერაფერს ამჩნევს. გარეგნული სიცივის გამო, ადამიანები მას ხშირად სდებენ ბრალს უგულობაში. თუმცა ეს ასე არ არის. მთვარით მორიელი მრავალმხრივი და მრავალსახოვანი პიროვნებაა, იგი კარგად ერკვევა ადამიანებში ამიტომ მის მოტყუებას აზრი არ აქვს. ამ ადამიანს უყვარს დეტექტივები, ინტერესდება ამოუცნობი მოვლენებით და ეზოთერიკით. თუმცა ყველაზე აქტიურად იგი საკუთარ თავს სექსში და სიყვარულში ავლენს.

იგი გასაოცარი დაკვირვების უნარით გამოირჩევა. თუმცა ხშირად მისი შესაძლებლობების შესახებ გარეგნული მონაცემების მიხედვით ვერაფერს იტყვით. სასურველია მთვარის ამგვარი მდებარეობით დაბადებულმა ადამიანმა, საკუთარი „პლუტონიანურ-მარსული“ ენეგრეტიკა დადებითი კუთხით გამოიყენონ, სხვა შემთხვევაში მორიელის „ოვერდოზმა“ ხასიათში, შეიძლება სექსუალური გაუკუღმართება და სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური პრობლემები გამოიწვიოს მათში. უმთავრესი რაც ამ ადამიანმა უნდა ისწავლოს ეს არის პატიება და დავიწყება. იმიტომ რომ როგორც წესი, ისინი წყენას ხანგრძლივად ატარებენ გულით. წლობით დაგროვილმა ნეგატივმა კი შეიძლება მათი ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს. მამაკაცის ჰოროსკოპში მთვარის ამგვარი მდებარეობა მიუთითებს იმაზე, რომ იგი სენსიტიური, ნაზი და გაუწონასწორებელი ქალებით იხიბლება, რომელთა მართვა და „ფლობაც“ მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ქალის ჰოროსკოპში კი ეს ასპექტი მიანიშნებს იმას, რომ იგი მიდრეკილია აფექტის სტადიაში ღალატისკენ. ზოგადად მას საკმაოდ აქტიური სექსუალური ცხოვრება და მოთხოვნილებები გააჩნია, რის გამოც ხშირად რამოდენიმე პარტნიორს იცვლის ცხოვრების მანძილზე.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა