თეგებით ძიება

თევზი პიკანტურ სოუსში

ინგრედიენტები
ზეითუნის ზეთი - 50 მლ
ხახვი - 1
ნივრის კბილი - 3
ჩილი წიწაკა - 1
ტკბილი წიწაკა, სხვადასხვა ფერის - 250 გ (3 ცალი)
დაჭრილი ოხრახუში ან ქინძი - 2 ს.კ
დაჭრილი რეჰანი - 3 ს.კ
ნებისმიერი თეთრი თევზის ფილე, - 800 გ
ლიმონის წვენი - 2 ს.კ
მარილი
პაპრიკა - 1 ჩ.კ

მომზადების წესები
თევზი გავრეცხოთ და დავჭრათ ულუფებად.
წიწაკას თესლი გამოვაცალოთ, ჩავდოთ ბლენდერში, დავამატოთ ხახვი, ნიორი, მწვანილები, ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი და დავაქუცმაცოთ.
ფორმაში ჩავალაგოთ თევზის ნაჭრები, დავასხათ სოუსი და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთით შევდგათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა