თეგებით ძიება

მაკა ზამბახიძის "შუს" რეცეპტი

ინგრედიენტები
წყალი - 200 გ
კარაქი - 250 გ
ფქვილი - 250 გ
კვერცხი - 4 ცალი

მომზადების წესი:
ქურაზე დადგით ღრმა ქვაბი, ჩაასხით 200 გ. წყალი, მასში გაალღვეთ 250 გრ. კარაქი და დაამატეთ 250 გრამი ფქვილი. ამ მასას უნდა ურიოთ ხის კოვზით. ცეცხლიდან როცა გადმოდგამთ, გაგრილდება და მიქსერით შეათქვიფეთ 4 ცალი კვერცხი. ამის შემდეგ თუნუქის ტაფაზე გაფინეთ ფოლგის ფურცელი, მოაყარეთ ფქვილი, საშუალო ზომის კოვზით ამოიღეთ ცომი, დადეთ ტაფაზე და შედგით ღუმელში. 30 წუთში გამოცხვება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა