მოშუშული ბრინჯის გარნირი
ინგრედიენტები
ქინძი - 1 კონა
პამიდვრის პიურე - 1 ჭ
ტომატ-პასტა - 1-2 ჩ.კ
ბადრიჯანი - 1-2
ყაბაყი - 1
მოშუშული ბოსტნეულისთვის:
მარილი
კარაქი - 2 ს.კ
წყალი - 2 ჭიქა
გრძელი ბრინჯი - 1 ჭიქა
სეზამის მარცვლები - 1 ს.კ
მარილი და წიწაკა
მომზადების წესები
ბოსტნეული დავჭრათ საშუალო ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და მოვშუშოთ ზეთში, შემდეგ დავამატოთ პამიდორი, პამიდვრის პასტა, ქინძი და როცა წვენს დაიშრობს, გადმოვდგათ ცეცხლიდან.
ბრინჯი გავრეცხოთ და ჩავყაროთ სქელძირიან ქვაბში, დავამატოთ კარაქი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. შიგადაშიგ ამოვურიოთ ბრინჯს და როდესაც კარგად გაოქროსფერდება, დავასხათ წყალი, გავუწყოთ მარილი და დავახუროთ საფარებელი. 10-15 წუთის შემდეგ ბრინჯი მზად იქნება. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ მიიწვას. 3-5 წუთში ბრინჯი ამოვიღოთ თეფშებზე მოშუშულ ბოსტნეულთან ერთად.