პამიდორში ჩაშუშული სოკო შემწვარი კარტოფილით
ინგრედიენტები
ხის სოკო - 400 გ
პომიდორი - 600-800 გ
ხახვი - 2-3 თავი
ქინძი - 1 კონა
რეჰანი ან შაშკვლავი - 1 კონა
ცხარე წიწაკა, მწვანე - 1 ცალი
კარტოფილი - მოზრდილი, 2-3 ცალი
ზეთი
მარილი და წიწაკა
მომზადების წესები
სოკო ხელით წვრილად დავანაწევროთ. ხახვი მსხვილად დავჭრათ. სოკოს დავასხათ ცოტაოდენი წყალი და თავდახურული დავდგათ ცეცხლზე. ხახვი ზეთში მოვშუშოთ და როცა სოკოს წვენი დააშრება, დავუმატოთ. პამიდვრები დანით დავსეროთ, დავმდუღროთ და კანი გავაცალოთ. მოშუშულ ხახვსა და სოკოს დავუმატოთ და ერთად მოვშუშოთ. კარტოფილი დავჭრათ და ზეთში შევბრაწოთ. როცა სოკო მზად იქნება, დავუმატოთ მარილი, დაჭრილი მწვანილი და წიწაკა.
სოკო სუფრაზე შემწვარ კარტოფილთან ერთად გავიტანოთ.
ჟურნალი "გემრიელი" (აგვისტოს ნომერი)