თეგებით ძიება

"პანი კაროლინა" - უგემრიელესი შოკოლადის ტორტი

ინგრედიენტები
შაქარი - 2/3 ჭიქა
რძე - 500 გ
კვერცხის გული - 7

კრემი:
კვერცხის ცილა - 7
შაქარი - 250 გ
სოდა - 1 ჩ.კ
კაკაო - 3 ს.კ
სახამებელი - 2 ს.კ
ფქვილი - 1.5 ჭიქა (200 მლ-იანი)
შავი შოკოლადი - 100 გ
სახამებელი - 3 ს.კ
დარბილებული კარაქი - 200 გ
შავი ქლიავის ჩირი - 300 გ (უკურკო)

მომზადების წესები
ფქვილი, კაკაო, სოდა და სახამებელი შეურიეთ.
ცილა და შაქარი ათქვიფეთ კარგად. მიღებულ ბეზეს ნაწილ-ნაწილ შეურიეთ ფქვილიანი ნარევი. მიიღებთ სქელი არაჟნის სისქის ცომს. საშუალო ზომის ნებისმიერ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ცხიმი და ჩაასხით ცომის მესამედი. გამოაცხეთ 185 გრადუსზე, 10 წუთი. ასევე გამოაცხეთ დარჩენილი ცომით 2 ფირფიტა.

კრემი: ათქვიფეთ კვერცის გულები და შაქარი. დაამატეთ სახამებელი. დაასხით ცხელი რძე და კარგად გახსენით. დააბრუნეთ ცეცხლზე და ხელახლა მიიყვანეთ ადუღებამდე, თან ურიეთ. როგორც კი შესქელდება, გადმოდგით და ცხელსვე ჩაამატეთ დატეხილი შოკოლადი. კარგად აურიეთ. გაციების შემდეგ შეათქვიფეთ კარაქი (ან ნაღები - უფრო ნაზი გამოვა).
ქლიავს დაასხით მდუღარე და გააჩერეთ 20 წთ, ან უკეთესია წინა ღამით ლიქიორში დაალბოთ. შემდეგ გადაწურეთ და წვრილად დაკეპეთ ან ბლენდერში დააქუცმაცეთ.
ტორტი ააწყვეთ ამგვარად: ფირფიტა - შავი ქლიავის ფენა - კრემი. ზემოდან მორთეთ სურვილის მიხედვით


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა