აფხაზური აჯიკა - ზომიერად ცხარე და ძალიან არომატული
ინგრედიენტები
მარილი - 1 მუჭა
ქინძი - 1 კონა
საშუალო სიცხარის მწვანე წიწაკა - 1 კგ
ნიორი - 1 მოზრდილი თავი
ხმელი ქინძი - 0,5 ჩ/კ
მომზადების წესები
გარეცხეთ წიწაკა, გაჭერით შუაზე და გაასუფთავეთ თესლისგან.
ნიორი გაარჩიეთ, ქინძი გარეცხეთ და გააშრეთ. ყველაფერი დაჭერით მსხვილად.
დანაყეთ ხმელი ქინძი და მარილი ერთად.
წიწაკა, ნიორი და ქინძი გაატარეთ ხორცსაკეპში.
დაუმატეთ ხმელი ქინძისა და მარილის დანაყილი მასა, აურიეთ და გაანაწილეთ ქილებში.
ჰერმეტულად დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.