შემწვარი ქათამი ბოსტნეულით
ინგრედიენტები
ქათმის მკერდი - 1 ცალი, შემწვარი
კარტოფილი - 6 ცალი პატარა
ბრიუსელის კომბოსტო - 6-8 ცალი
სტაფილო - 1 ცალი
პომიდორი - 1 ცალი
ზეთი
მარილი
ხმელი ქონდარი - ან შაშკვლავი
ტკბილი წიწაკა,სხვადასხვა ფერის - 2 ცალი
მომზადების წესები
ბოსტნეული გავარჩიოთ. კარტოფილი გავფცქვნათ და შუა-შუა გავჭრათ. წიწაკები მსხვილად დავჭრათ, სტაფილო – მსხვილ ღერებად. პამიდორი გავჭრათ ოთხად. კარტოფილის გარდა ყველა ბოსტნეული მოვათავსოთ ფოლგაზე, მოვაყაროთ მარილი, ქონდარი, მოვასხათ ზეთი და გავახვიოთ ფოლგაში. გამოვაცხოთ 20-30 წუთით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. კარტოფილი ზეთში შევწვათ, მოვაყაროთ მარილი.
ბოსტნეული შემწვარ ქათმის ხორცთან ერთად მივირთვათ.