ორაგულის სალათა
ინგრედიენტები
ორაგულის ფილე - 300 გ
ბრინჯი - 200 გ
ყაბაყი - 200 გ
მარილი - გემოვნებით
პილპილი - გემოვნებით
ზეითუნის ზეთი - 15 მლ
ლიმონი - 100 გ
ბროწეული - 100 გ
ქინძი - 20 გ
მომზადების წესები
გასუფთავებულ ორაგულის ფილეს მოვაყაროთ პილპილი და მარილი, მოვასხათ ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი და დაჭრილ ყაბაყთან ერთად გამოვაცხოთ ღუმელში. მოხარშულ და გაცივებულ ბრინჯს დავუმატოთ პატარა ნაჭრებად დანაწევრებული თევზი, დაჭრილი ყაბაყი, ბროწეული ნახევარი ჭიქა და კარგად ამოვურიოთ. გავაფორმოთ ცოცხალი ქინძით.