გოგრის დესერტი ფორთოხლით
რჩევა:
გოგრის კრემს სურვილისამებრ შეგვიძლია დავუმატოთ ფორთოხლის ლიქიორი.
ინგრედიენტები
გოგრა - 1 ცალი, პატარა ზომის (დაახლ. 1 კგ)
ფორთოხალი - 1 ცალი, მოზრდილი
შაქარი - 100 გ
წყალი - 1/4 ჭიქა
სამარხვო კარაქი - 1 ჩ/კ, ან ქოქოსის ცხიმი
შოკოლადი - სურვილისამებრ
მომზადების წესები
გოგრა დავჭრათ, ჩავაწყოთ საცხობ ფორმაში, დავუმატოთ ცოტა წყალი, რომ მხოლოდ ქერქზე მოედოს და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ, სანამ კარგად დარბილდება.
ფორთოხალს ავაჭრათ ცედრა და წვრილ ზოლებად დავჭრათ, ფორთოხლის რბილობი გავწუროთ. გოგრის რბილობს მოვაშოროთ ქერქი და დავჭრათ.
ტაფაში გავაცხელოთ შაქარი და წყალი, ჩავუმატოთ ცედრა და ვხარშოთ, სანამ კარამელიზაცია დაიწყება და ფერს შეიცვლის. ბოლოს დავუმატოთ ცხიმი და 2-3 წუთი კიდევ გავაჩეროთ ცეცხლზე. ცედრა ამოვიღოთ, რომ შეშრეს.
გოგრის რბილობს დავუმატოთ ფორთოხლის წვენი, კარამელი და ავთქვიფოთ ჩოპერით ან ბლენდერით. კარამელი გემოვნებით დავუმატოთ, სასურველ დონეზე რომ დატკბეს.
გოგრის კრემი ამოვიღოთ ფუჟერებში, მოვაყაროთ ცუკატები და გახეხილი შოკოლადი.სირთულე