თეგებით ძიება

ნოელის პროგნოზი: რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში 2019 წელს? - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღე დარჩა. ჩინური კალენდრის მიხედვით, ოფიციალურად ღორის წელი 5 თებერვალს დადგება, თუმცა, საქართველო და არა მხოლოდ საქართველო ახალი წლის დადგომას 1 იანვარს ზეიმობს.

რას პირდება ღორის წელი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს, ამის შესახებ "რეიტინგს" ასტროლოგი ხათუნა ნოელი ესაუბრა.

ხათუნა ნოელი

- წლიური პროგნოზი ბევრი სხვადასხვა ხერხით შეიძლება რომ გაკეთდეს, მე შევეცადე ერთ-ერთი ყვეელაზე უფრო საიმედო ხერხი შემერჩია, რომელიც შემდეგში მდგომარეობს - ვაგებთ ახალი წლის შემოსვლის პირველ წუთზე რუკას და ვუყურებთ, რამდენად ურთიერთჰარმონიულად
არიან განლაგებულები პლანეტები.

როგორც იცით, თითოეულ ზოდიაქოს თავისი მმართველი პლანეტა ჰყავს, ვერძს მარსი მართავს, კირჩხიბს - მთვარე, მშვილდოსანს
- იუპიტერი და ასე შემდეგ... სწორედ მათი მდებარეობის ანალიზის საფუძველზე არის შესაძლებელი მომდევნო წლის ტენდენციების განსაზღვრა.

- რას პირდება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს 2019 წელი?
- ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისათვის ვერძების, ლომებისა და მშვილდოსნებისათვის 2019 წელი საკმაოდ წარმატებული და მრავალფეროვანი შესაძლებლობების მომტანი იქნება.

ყველაზე წარმატებულები ამ სამეულიდან მშვილდოსნები იქნებიან, რადგან მათ თითქმის მთელი წელი დიდი ბედნიერების პლანეტად წოდებული ძლევამოსილი იუპიტერი ჰყავთ საკუთარ სახლში.

წელს მათ ყველაფერი გამოუვათ, რაც უყვართ - იქნება ეს განათლების მიღება, სამეცნიერო შრომები, შორეული თუ ახლო მოგზაურობები, და კიდევ მრავალი სხვა...

ვერძებს საშუალება მიეცემათ, გააფორმონ მეტად საჭირო ხელშეკრულებები. იპოვონ საიმედო და მყარი კომპანიონები და პარტნიორები. კონკურენცია გაუწიონ სხვებს და სასამართლო დავებიდანაც მოგებულები გამოვიდნენ.

მეორე ადგილზე 2019 წელს ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები - ტყუპები, სასწორები და მერწყულები იქნებიან.

მერწყულებისთვის შედარებით რთული პერიოდი მაისის პირველ რიცხვებში დასრულდება. ამის მერე უკვე შეუძლიათ კარიერულ წინსვლაზე იფიქრონ. მესამე ადგილზე წყლის სტიქია გადის - კირჩხიბები, მორიელები და თევზები.

კირჩხიბებმა თუ სწორად განვლეს აქამდე ცხოვრება, სამყარო 2019-ში ჯილდოს გამოუგზავნის, ერთი რამ ცხადია, ჯანმრთელობის პრობლემები ამ წელიწადში მათ ნამდვილად არ ელით. პირიქით, შესაძლოა, რაიმე ქრონიკული დაავადებისგანაც




კი განიკურნონ. მორიელებს ფინანსურ სფეროში ცვალებადობა ექნებათ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც გამართლება ელით.


Astrologia
რაც შეეხებათ თევზებს, მათთვის კარიერის, სამსახურის საქმეები იქნება ძირითადად დღის წესრიგში. საჭირო გახდება მეტი ორგანიზებულობის და პასუხისმგებლობის გამოჩენა ყოველდღიურ საქმიანობაში, ზოგჯერ კი გაბედული ნაბიჯების გადადგმაც არ აწყენდათ. ასეთ შემთხვევაში წარმატების შანსები უფრო მაღალი ექნებათ.

და ბოლო სამეული მიწის სტიქიის წარმომადგენლები არიან - კუროები, ქალწულები და თხისრქები. აქედან ყველაზე მეტად კუროებს გაუმართლებთ, განსაკუთრებით კი - ფინანსურ სფეროში. აქტუალური იქნება მათთვის ასევე სექსუალური თემატიკა.
ქალწულებს საშინაო საქმეები ექნებათ მოსაგვარებელი, ზოგი მათგანი ახალმოსახლეობას იზეიმებს, ზოგს სხვა ტიპის უძრავი ქონების შემატება ელით, ნაწილი კი შესაძლოა, დიდი ხნის ნანატრ ემიგრაციაში წავიდეს.

- სიყვარულში ვის გაუმართლებს?

- სასიყვარულო ურთიერთობებში გაუმართლებთ ლომებს. მარტოხელა ლომებისთვის ეს წელი ბევრ მხიარულებას, გართობას და შესაძლოა, ახალი ჰობით დაინტერესებას მოიტანს. უკვე დაოჯახებულ ლომებს კი, შეიძლება, წერომ ნისკარტით პატარაც მოუყვანოს. სასწორებს თავიანთი ინდივიდუალურობის გამოვლენის საშუალება მიეცემათ, შესაძლოა, ახალი იმიჯი მოირგონ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ წელიწადში მათთვის ახალი კონტაქტები და სწორად წარმართული სარეკლამო კამპანია.

ტყუპებს ცოდნის მიღების, თვალსაწიერის გაფართოვების საშუალება მიეცემათ, შესაძლოა, საამისოდ უცხოეთში წასვლაც მოუწიოთ. გარდა ამისა, მარტოხელა ტყუპები შესაძლოა, სწორედ ამ წელიწადში შეებან ქორწინების უღელში.

- ვისთვის იქნება რთული ღორის წელი?
- ყველაზე ძუნწად წარმატებას 2019 წელი თხის რქებისთვის იმეტებს, თუმცა, თუ თქვენი მონდომება და სიბეჯითე სათანადო სიმაღლეზე იქნება, კარიერული ცვლილებები თქვენს სასარგებლოდ შეიძლება შემოატრიალოთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა