თეგებით ძიება

მომავალი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 25-31 დეკემბერი

მიხეილ ცაგარელი გთავაზობთ მომავალი კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ცალკეული ნიშნებისთვის.



ვერძი


ვერძებს ამ კვირაში მცირე პრობლემები ექნებათ: რაღაც უსიამოვნებები სამსახურში, ფინანსური წარუმატებლობა, რაღაც გეგმების ჩაშლა, რომლებიც კარგად არ იყო გათვლილი თავის დროზე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, კვირის მეორე ნახევარი უფრო სასიკეთო იქნება. 27 დეკემბრიდან მეტი შანსი მოგეცემათ კარიერული და პროფესიული ზრდისა თუ საზოგადოებრივი საქმიანობისთვის. პოლიტიკის სფეროშიც კი დიდი წარმატებებია მოსალოდნელი. ამ დროს შესაძლოა ახალი მფარველები და ნაცნობები შეიძინოთ, რომლებიც მომავალში ერთგულ მოკავშირეებადა და საქმიან პარტნიორებად მოგევლინებიან.

Astrologia


კურო



კუროებისთვის საერთო ჯამში ეს კვირა კარგია. ენერგოტონუსი მაღალი იქნება, რის შედეგადაც კუროები უფრო მობილურები და აქტიურები იქნებიან. ემოციური სტაბილურობაც მაღალ დონეზე შენარჩუნდება. ეს ის დროა, როცა კუროებს ანალიტიკური უნარები უძლიერდებათ. მოკლედ რომ ვქვათ, შესანიშნავ ფორმაში იქნებით, მათ შორის, ინტელექტუალური კუთხითაც. ბედისწერა ნელ-ნელა კარგ შანსებს გაჩუქებთ: შეძლებთ სამოგზაუროდ წასვლას, საიმედო საქმიან პარტნიორებთან დაკავშირებას. ერთგული მეგობრები და მოკავირეები წარმატებას მოგიტანენ და ასევე დაგეხმარებიან უნარების გამოვლენასა და ავტორიტეტის მოპოვებაში.

Astrologia


ტყუპები



ეს კვირა ტყუპებისგან ყურადღებას მოითხოვს, ვინაიდან სასიცოცხლო პოტენციალი კლებას დაიწყებს. ამიტომ, გირჩევთ, არ დაიტვირთოთ ზედმეტად და არ აიღოთ თავზე გაზრდილი პასუხისმგებლობა. გამორიცხული არ არის, რომ თქვენს საქმიან შესაძლებლობებზე ნეგატიურად იმოქმედოს აჩქარებამ. ამავდროულად, ამ პერიოდში შესაძლებელია კარმული შეხვედრები, რომლებიც დიდ პრობლემებს შეგიქმნით — განსაკუთრებით, კვირის პირველ ნახევარში. რაღაც კუთხით, ეს გარკვეული ცვლილებების კვირაა. და მაინც, ტყუპებს ამ რთული სიტუაციის სათავისოდ გამოყენება შეუძლიათ. თქვენ გაგჩნდებათ კარიერის გაკეთების შესანიშნავი შესაძლებლობა, წაიწიოთ წინ და ხელფასიც კი მოგემატოთ. თუ ჭკუით გარისკავთ და პასუხისმგებლობასაც აიღებთ, გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ.

Astrologia


კირჩხიბი



კირჩხიბებს ამ კვირაში სასიცოცხლო პოტენციალი მოემატებათ. ეს კარგი მომენტია თვითდამკვიდრების, წარმატებების განმტკიცებისა და საკუთარი მოთხოვნების წამოსაყენებლად. პარტნიორებთან უფრო მოქნილი ნაბიჯების გადადგმა გმართებთ, რათა გარკვეულ პრობლემებს თავი აარიდოთ. ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი ყურადღების გამოჩენაა საჭირო, განსაკუთრებით, კვირის პირველ ნახევარში. მეორე ნახევარი უფრო სასიკეთოა: განმტკიცდება ოჯახური ურთიერთობები, კარგი დროა დასაქორწინებლად და ასევე პარტნიორული შეთანხმებების გასაფორმებლად.

Astrologia

ლომი



ამ კვირაში ლომებმა აქტიურობას უნდა მოუკლონ და მეტად მშვიდ ვითარებაში მოემზადნენ ახალი წლის შესახვედრად. ეს ცოტა შფოთიანი და აფორიაქებული დროა. მოგიწევთ დაკავდეთ ყოველდღიური მოსაწყენი საქმეებით, რაც ამ ნიშნისთვის კატორღას ნიშნავს. ამიტომ აღიჭურვეთ მოთმინებით. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავსაც და კოსმოსსაც დაუმტკიცოთ, რომ სერიოზული და პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანი ხართ. და მაშინ ვარსკვლავებისგან ბონუსებს მიიღებთ.



ქალწული



ამ კვირაში კოსმოსის ბიოსფეროს გავლენა უფრო ჰარმონიული იქნება, განსაკუთრებით, ჯანმრთელობის კუთხით. ამიტომ ქალწულები უფრო აქტიურები და ენერგიულები გახდებიან. მიუხედავად ამისა, კვირის პირველ ნახევარში აუცილებელია ერთგვარი ტაიმ-აუტის აღება, რათა დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ ახალი წლისთვის. კვირის მეორე ნახევარი უფრო მსუბუქი იქნება. ეს კარგი პერიოდია უნარებისა და ნიჭის გამოსავლენად, მეგობრული და ნათესაური კავშირების აღსადგენად და ძველ მოწინააღმდეგეებთან შესარიგებლად. ამიტომ კვირის მეორე ნახევრის გავლა მეტი აქტიურობითაა შესაძლებელი.



სასწორი



სასწორებს ამ კვირაში ცხოვრების რიტმის შეცვლასა და ახლობლების




წრეში მეტი დროის გატარებას ვურჩევთ. ეს ბევრად სწორი იქნება. შეძლებთ გარკვეული ოჯახური პრობლემების გადაჭრასა და ნათესავებთან უთანხმოების მოგვარებას. მოგეცემათ საინტერესო პროექტებში ფულის წარმატებით დაბანდების შანსი, მათ შორის, საკუთარ საქმეშიც. ამ თალსაზრისით მეტად ხელსაყრელია კვირის მეორე ნახევარი.


მორიელი



ამ კვირაში მორიელების ენერგიულობა მოიმატებს და ისინი უფრო ეფექტურად მოქმედებას შეძლებენ, ვიდრე გასულ კვირაში. ეს კარგი პერიოდია თქვენთვის, განსაკუთრებით, კვირის მეორე ნახევარი. შესაძლებელია ელვარე გამარჯვებები, კარიერული და საქმიანი წარმატებები. გაიზრდება თქვენი პოპულარობა, განსაკუთრებით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა შორის.




მშვილდოსანი



მშვილდოსნების ენერგიულობა ამ კვირაში ცოტა განელდება და ისინი გასულ პერიოდში მიღწეული შედეგებით ტკბობას შეძლებენ. ამ თვალსაზრისით კარგია კვირის მეორე ნახევარი. პირველ ნახევარში შესაძლოა ცოტა გადაღლილობა დაგეუფლოთ, მაგრამ ეს ხელს არ შეგიშლით, ბედნიერად იგრძნოთ თავი. ეს იმიტომ, რომ ამ ნიშნის წარმომადგენელთა უმრავლესობა გონივრულად დახარჯავს ენერგიას. მუშაობა სიამოვნებას მოგანიჭებთ, ხოლო ოჯახური გარემო საუკეთესოდ აღგიდგენთ ძალებს. მთავარია, არ გადაიტვირთოთ.

Astrologia

თხის რქა



თხის რქების ენერგია აშკარა მომატებას დაიწყებს. ეს სასიკეთო პერიოდია საკუთარი და ასევე გვერდით მყოფების ცხოვრების კონტროლზე ასაყვანად. თქვენ იქნებით უფრო აქტიური, ენერგიული და წარმატებული. ეს საკმაოდ საინტერესო დროა, რომელიც აღმაფრენას მოგიტანთ, დაგეუფლებათ შეგძნება, რომ ნებისმიერი ამოცანის შესრულებას შეძლებთ. ეს კი სულაც არ არის შორს რეალობისგან. მოისურვებთ თავის წარმოჩენას, პოტენციალის გამოვლენას, ყველასთვის დამტკიცებას, რომ საუკეთესო ადგილს იმსახურებთ მზისქვეშეთში. და წარმატების შანსიც მაღალი გექნებათ. მთავარია, რომ გონივრულად ისარგებლოთ კოსმოსის ბონუსებით, რომლებიც მოგეცემათ.

Astrologia


მერწყული



მერწყულებისთვის ეს ცუდი პერიოდი არ არის. გამართლებულმა რისკმა შესაძლოა დადებითი ა რადიკალური ცვლილებები შემოიტანოს თვქენს ცხოვრებაში. მაგრამ კარგი იქნება, თუ ჯანმრთელობაზე იზრუნებთ, რადგან ენერგოტონუსი კლებას იწყებს. ამიტომ, არ გადაიტვირთოთ და არ აიღოთ ზედმეტი პასუხისმგებლობა. მაქსიმალურად ეცადეთ, იმოქმედოთ პრინციპით, შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი. როგორც კი თავს ოდნავ შეუძლოდ იგრძნობთ, მაშინვე მიმართეთ ექიმს, ნუ დაელოდებით სერიოზული ნიშნების გამოვლენას. მით უმეტეს, თუ რომელიმე ქრონიკული დაავადება ისედაც გაქვთ. ამ პერიოდში თქვენი ორგანიზმის ტონუსი მკვეთრად ეცემა. ემოციური არასტაბილურობაც მეტად გამოვლინდება. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, იყავით უფრო ყურადღებით. სამსახურში ყველაფერი წესრიგში გექნებათ: კიდეც დაგაფასებენ, პატივსაც გცემენ, მაგალითადაც მოგიყვანენ და კარიერული წინსვლაც არ არის გამორიცხული.

Astrologia

თევზები



თევზები ძალების მოზღვავებას იგრძნობენ, თუმცა კარიერულ მდგომარეობაზე ეს მაინცდამაინც კარგად არ აისახება. პირიქთ, შესაძლოა საფრთხეც კი გაჩნდეს, განსაკუთრებით, კვირის პირველ ნახევარში. ამიტომ იყავით ფრთხილად კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაში, გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია. კვირის მეორე ნახევარი ემტად სასიკეთო იქნება. მოგეცემათ თანამოაზრეეების ან გავლენიანი მფარველების გაჩენის, საინტერესო პროექტებში ჩართვის, საყოველთაო აღიარების მოპოვების შესაძლებლობა.
Astrologia
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა