თეგებით ძიება

28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი უამრავი საქმე და ვალდებულება გექნებათ შესასრულებელი. ეცადეთ, ჩამოწეროთ მნიშვნელოვანი საკითხები სია და აქტიურად იმოქმედოთ. არ დაარღვიოთ წესები და ინსტრუქციები. გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება.
კურო
შეიძლება საყვარელმა ადამიანმა თქვენი გრძნობების გამოცდა გადაწყვიტოს. ზოგიერთი მასზე განაწყენებულ ადამიანთან გადაწყვეტს ურთიერთობის აღდგენას. იყავით ღიმილიანი და დიპლომატიური.

ტყუპი
შრომისმოყვარე ნიშნებს წარმატებული დღე ელით. მეტად იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე; გაიუმჯობესეთ ძილის, კვების რეჟიმი.

კირჩხიბი
რუტინულ საქმეებსაც კი მარტივად გაართმევთ თავს. ზოგიერთს შვილების წარმატება გაახარებთ. კარგი დღე ელით შემოქმედებით ნიშნებს. გაარომანტიკულეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

ლომი
დღეს ყველაფერში ზომიერება და წესრიგი უნდა დაიცვათ. მოაწესრიგეთ პირადი სივრცე. გარშემო მყოფების მიმართ ნუ იქნებით ზედმეტად ცივი.

ქალწული
არ გადაუხვიოთ არჩეული გზიდან, ემოციურადაც და სულიერადაც მზად ხართ წარმატების მოსაპოვებლად. აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან, შვილებთან ერთად.

სასწორი
მატერიალური და საქმიანი საკითხები მშვიდად და გააზრებულად მოაგვარეთ.
კარგი დღეა ვაჭრობისთვის. შეიძლება გავლენიანი მფარველი ან დამკვეთი გამოგიჩნდეთ.

მორიელი
მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორული ნიჭი. შეიძლება კოლეგებმა დახმარება გთხოვონ და უარი არ უთხრათ. შეიძლება აიმაღლოთ რეიტინგი გარშემო მყოფებში, მოიგოთ სასამართლო პროცესი.

მშვილდოსანი
არ აჩქარდეთ, მოერიდეთ აზარტულობას. აკეთეთ საქმეები დინჯად და დაკვირვებულად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან, გავლენიან ადამიანებთან.

თხის რქა
თუ დიპლომატიურად იმოქმედებთ, გარშემო მყოფები იმას გააკეთებენ, რასაც დაავალებთ. კარგი დღეა ერთგული ადამიანებისგან ჯგუფის შესაქმელად. ერთად რთულ დავალებებსაც კი მარტივად მოაგვარებთ.

მერწყული
იყავით მეტად მიზანმიმართული და გააზრებულად იმოქმედეთ. ნუ იბრძოლებთ ლიდერობისთვის. გაუფრთხილდთ ჯანმრთელობას, მოერიდეთ მკაცრ დიეტებსა და ორპირს.

თევზები
ინტუიციასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეძლებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. შემოქმედებითი იდეები თანამოაზრებთან ერთად განიხილეთ და ერთ გუნდად შეკრულ ჯგუფში განახორციელეთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა