სასიყვარულო ჰოროსკოპი: რა მოხდება 27-31 დეკემბერს თქვენს ცხოვრებაში?
ალბათ, იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისთვისაც პირადი ურთიერთობები მნიშვნელოვანია. გთავაზობთ პროგნოზს, თუ რას უნდა ელოდეთ ახალ წლამდე, გიპასუხებთ შეკითხვაზე - "როგორ განვითარდება მოვლენები?"
ვერძი
გამოგიჩნდებიან კრიტიკოსები, მაგრამ საყვარელი ადამიანის დახმარებით, სხვების აზრს ყურადღებას არ მიაქცევთ. იჭორავებენ თქვენი პირადი ცხოვრების დეტალებზე, ამიტომ ამ კვირაში მოერიდეთ სოციალურ ქსელში ახალი ფოტოების ატვირთვას ან ქუჩაში მეორე ნახევრისადმი სითბოს გამოვლენას. ზოგიერთ ვერძს უფროსი დაუწებს ფლირტაობას, რასაც დისტანციურობით უნდა უპასუხოთ, თუ უკვე დაკავებული ხართ, წინააღმდეგ შემთხვევაში ზიანს მიაყენებთ უკვე არსებულ ურთიერთობას.
კურო
შენიშნავთ, რომ ძალიან ბევრს მუშაობთ და საყვარელ ადამიანს ყურადღებას აკლებთ. მართალია ის მოთმინებით გელოდებათ, მაგრამ მოლოდინი სამარადისოდ სულაც არ გასტანს. ამიტომ სანამ ახალი წელი მოსულა, გაესაუბრეთ პარტნიორს, მოუბოდიშეთ და დაჰპირდით, რომ მომავალ წელს უფრო ყურადღებიანი გახდებით. ნუ შესწირავთ ცხოვრების უძვირფასეს წლებს მხოლოდ მუშაობასა და ფულის შოვნას, დააბალანსეთ პირადი ურთიერთობა და საქმე. ახალ წლამდე გაგიჩნდებათ შეყვარებულთან/მეუღლესთან ერთად მოგზაურობის სურვილი.
ტყუპი
ამ ახალ წელს მეგობრებთან ერთად გაატარებთ. რამდენიმე ადამიანთან დარეკვა მოგიწევთ იმის დასაგეგმად, თუ სად წახვალთ 31 დეკემბერს და როგორ გაატარებთ პირველ იანვარს. საყვარელი ადამიანი? ჰორიზონტზე არ ჩანს. შესაძლოა დაშორდით მას ან, საერთოდაც, მარტოხელა ხართ. ამ დღეებში დატკბებით თავისუფლებით. გამოიპრანჭეთ, წადით საახალწლო ბაზრობაზე, დაესწარით ფესტივალებს, აიმაღლეთ განწყობა.
კირჩხიბი
თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა გაღრმავდება და სრულიად ახალ საფეხურზე გადაინაცვლებს. უკან ჩამოიტოვეთ კონფლიქტები, გაურკვევლობები და ეჭვები. ახალი წლის დღეებში პარტნიორი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. კვირის ბოლო დღეს წარმოიქმნება პატარა პრობლემა, რომელსაც ერთად გაუმკლავდებით და დარწმუნდებით, რომ ერთმანეთის იმედი ყოველთვის უნდა გქონდეთ; რომ პარტნიორის არჩევისას არ შემცდარხართ. მარტოხელა კირხიბებს ახალი ნაცნობობა ელოდებათ, რომელიც ფლირტით იქნება სავსე. როგორ განვითარდება? ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
ლომი
ლომები იგრძნობენ, რომ ადამიანები - განსაკუთრებით პარტნიორი - მათ აფასებენ, პატივს სცემენ და უყვართ. შესაძლოა კითხვები გაგიჩნდეთ მეორე ნახევართან, რაც კონფლიქტის საბაბი გახდება, ამიტომ მოერიდეთ მწვავე საკითხების გარჩევებს. ნურც საკუთარ თავს ჩააშხამებთ ახალ წელს და ნურც გარშემომყოფებს. აუცილებლად უყიდეთ შეყვარებულს/მეუღლეს საჩუქარი, თუნდაც მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური (მაგალითად, ნაძვის ხის სათამაშო), რომელიც მას ყოველ მომდევნო წელს გაახსენებს, როგორ გიყვართ.
ქალწული
საშუალება მოგეცემათ საქმე წამოიწყოთ საყვარელ ადამიანთან ერთად. ამ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ! ყველა ერთად გატარებული წუთი დაგაახლოებთ და გაამყარებს თქვენს ურთიერთობას. დიდი ხანია მიეჩვიეთ დისციპლინირებულ ცხოვრებას, რაც კარგიცაა, მაგრამ პარტნიორს პედანტობით თავს ნუ შეაწყენთ. ახალი წელი ის პერიოდია, როცა ზედმეტი დალევაც შეიძლება, ჭამაც და ანცობაც.
სასწორი
შესაძლოა ძველი წლის ბოლო დღეებში ეკლებზე ისხდეთ; გეგონოთ, რომ ვერაფერს ასწრებთ და თქვენი ცხოვრება ქაოსმა მოიცვას... ამის ფონზე პირადი პრობლემებიც იჩენს თავს. მიუხედავად ამისა, 31 დეკემბერი ბედნიერად ჩაივლის და მიხვდებით, რომ ყველაფერი გამოგივიდათ. თურმე ტყუილად ნერვიულობდით. საყვარელი ადამიანი დაგასაჩუქრებთ და შესაძლოა გულიც გადაგიშალოთ.
მორიელი
მარტოხელა მორიელები აუცილებლად უნდა დაესწრონ მხიარულ წვეულებას, უარი არ უნდა თქვან მიპატიჟებაზე, რომელიც, ერთი შეხედვით, არასახარბიელოდ ეჩვენებათ. სწორედ ხმაურიან და ხალხმრავალ ადგილას (ახალი წლის პერიოდში) იპოვიან მომავალ პარტნიორს. ხოლო ისინი, ვინც უკვე შეხვდნენ მეორე ნახევარს დატკბებიან ზამთრის სუსხით, ცხელი შოკოლადით ან ყავით,
საახალწლო შოპინგით, ნაძვის ხის მორთვითა და საყვარელ ადამიანებთან ერთად ფუსფუსით. ახალი წლის ღამეს
ცეცხლოვანი სექსი დააგვირგვინებს.
მშვილდოსანი
ბევრი მშვილდოსანი მიხვდება, რომ დაიღალა პარტნიორების წარამარა გამოცვლით. მოუნდებათ, რომ ჩაერთონ სტაბილურ, მაგრამ მხიარულ და თავგადასავლებით სავსე ურთიერთობაში. ზოგიერთ მშვილდოსანს ნოსტალგია შემოაწვება. მოენატრება ბავშვობა, ყოფილი შეყვარებული ან ქალაქი, რომელშიც ოდესღაც ცხოვრობდა. მშვილდოსნები, რომელთა გულიც დაკავებულია ახალი წლის პერიოდში სერიოზული ნაბიჯის გადადგმაზე დაფიქრდებიან.
თხის რქა
დიდხანს ფიქრობდით გზაზე, რომელიც გამოიარეთ; წარსულ ტკივილსა და იარებზე, რომლებიც ადამიანებმა დაგიტოვეს. ახლა უკვე მზად ხართ ახალი ურთიერთობისთვის. განვლილი დღეების დატირების ნაცვლად, ახალი წლის მაგიას მიენდობით. იმის მიუხედავად, რომ საწაულების მიმართ საკმაოდ სკეპტიკურად ხართ განწყობილი, 2018 წელს სწორედ სასწაულით გააცილებთ.
მერწყული
თქვენთვის ძვირფასი ადამიანი ისეთ შეკითხვებს დაგისვამთ, თავადაც გაოცდებით, ასეთი მნიშვნელოვანი დეტალები წინათ როგორ არ იცოდა. არ გაუბრაზდეთ. მართალია, ჩვეულებრივ, ზედმეტად ეჭვიანი არ ხართ, მაგრამ შესაძლოა ამ პერიოდში მეორე ნახევრის გადამოწმების სურვილი გაგიჩნდეთ. მის სოციალურ ქსელში ან მობილურში ჩაძვრეთ. ამ საქციელით პარტნიორს ძალიან დაწყვიტავთ გულს, რადგან ნამდვილად იმსახურებს ნდობას. პირველ იანვარს დიდ შვებას იგრძნობთ, რადგან ცხოვრების ახალ თავს დაიწყებთ ახალი წლის მოსვლასთან ერთად.
თევზები
თავიდან საოჯახო საქმეებში გადაეშვებით. მერე კი მიხვდებით, რომ ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იკისროს, მათ შორის თქვენმა მეორე ნახევარმა. თვის ბოლოს ნერვულ აფეთქებამდე მიხვალთ, რადგან შედგენილ გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ ვერ მიჰყვებით, მაგრამ 31 დეკემბერს გაანალიზებთ, რომ ახალი წლის ღამე ისედაც იდეალურია, მხოლოდ ძვირფას ადამიანებთან ერთად ყოფნაა საჭირო.
წყარო: astrologi.ambebi.ge