31 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი საღამოს დადგომამდე ყველა საქმე მოაგვარეთ. მოერიეთ კამათას, ზედმეტი ალკოჰოლის მიღებას. იყავით მეტად მხიარული.
კურო
ტრადიციულ კერძებშიც კი შეგიძლიათ ცვლილება შეიტანოთ. ნუ დარდობთ წარმავალ წელზე, იფიქრეთ მომავალზე, რომელიც პოზიტიურ სიახლეებს მოგიტანთ.
ტყუპი
ჩამოწერეთ იმ ადამიანების სია, ვისაც საჩუქარი უნდა მიართვათ. არავინ გამოგრჩეთ. შინ შექმენით სადღესასწაულო განწყობა და სახალისო სადღეგრძელოები მოიფიქრეთ.
კირჩხიბი
საოჯახო ვალდებულებების შესრულება ოჯახის წევრებსაც გადაუნაწილეთ. თავადაც იმხიარულეთ და ოჯახის წევრებიც არ მოაწყონოთ. მცირე უსიამოვნებაც კი საახალწლო ხუმრობად აქციეთ.
ლომი
ეცადეთ, მხოლოდ სადღესასწაულო საქმეებზე იფიქროთ. იყავით მხიარული, იფლირტავეთ. ექიმის ნებართვის გარეშე არ დალიოთ
ალკოჰოლი.
ქალწული
დილიდან შეიქმენით პოზიტიური განწყობა. მოერიდეთ გარშემო მყოფებისთვის ჭკუის დარიგებას. იხალისეთ საყვარელ ადამიანთან ერთად.
სასწორი
დილიდან შეეხმიანეთ ახლობლებს და მიულოცეთ დამდეგი. იმხიარულეთ ბავშვებთან ერთად. ზოგიერთს რომანტიკული ნაცნობობა ელის, თუ ახალი წლის შეხვედრას ქუჩაში გადაწყვეტს.
მორიელი
საუბრისას ნუ შეეხებით გარშემო მყოფებისთვის რთულ თემებს. იყავით მხიარული. ახალ წელს ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად შეხვდით.
მშვილდოსანი
მხიარული და აზარტული ხართ, ფლირტისა და გართობის განწყობაზე. უცხო საზოგადოებაში სიფრთხილე გმართებთ. ზომიერად ხარჯეთ ფული.
თხის რქა
დილით ისე ნუ დაიღლებით, რომ საღამოს გართობის თავი არ გქონდეთ. უამრავ მიწვევას მიიღებთ, მაგრამ დღესასწაულს იმათთან ერთად შეხვდით, ვინც თქვენთვის ძვირფასია.
მერწყული
თქვენნაირი პოზიტიური ადამიანის გვერდით დღეს ვერავინ მოიწყენს. საოჯახო საქმეებსაც კი მხიარულად გააკეთებთ. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
თევზები
ზღაპრული საახალწლო განწყობა შეიქმენით და ეცადეთ, გვერდით ძვირფასი ადამიანები გყავდეთ. საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.
წყარო: astrologi.ambebi.ge