3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი იმპროვიზაციისა და ორიგინალურობის დღეა. გარშემო მყოფებსაც აიყოლიებთ მხიარულ ავანტიურაში. თუმცა, გახსოვდეთ, რომ სიფრთხილეს "თავი არ სტკივა".
კურო
არ იზარმაცოთ. მიპატიჟებაზე უარი არ თქვათ, ახალ, საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.
ტყუპი
კომუნიკაციისა და გადაადგილების დღეა. შეიძლება მეგობრულ შეჯიბრებაში ჩაერთოთ. სადაც გამარჯვება კი არა, მონაწილეობა იქნება მთავარი.
კირჩხიბი
საოჯახო საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. მეგობრები და ნათესავები დასვენებისა და განმარტოების საშუალებას არ მოგცემენ.
ლომი
მოგზაურობის, ახალი ადამიანების გაცნობის დღეა. უცხო გარემოში თავდაჯერებული იქნებით, თუ გვერდით ერთგული მეგობარი გეყოლებათ.
ქალწული
გარშემო მყოფების დამხმარე იქნებით. კარგი დღეა ცურვის, წყლის პროცედურებისთვის.
სასწორი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. აგრეთვე, რეალური და ვირტუალური კონტაქტებისთვის.
მორიელი
პრიორიტეტი საოჯახო ვალდებულებებსა და ახლობლებზე ზრუნვას მიანიჭეთ. ახლობლების დახმარებით ჩანაფიქრს განახორციელებთ.
მშვილდოსანი
კონტაქტებისა და პოზიტივის დღეა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან (მეზობლებთანაც კი).
თხის რქა
თქვენი საქმეები არავის გადაულოცოთ. ზოგიერთი ახალი ინსტრუმენტების, კომპიუტერული ტექნიკის ყიდვას გადაწყვეტს. გაუფრთხილდით კუჭს.
მერწყული
დღეს საკუთარ თავს უარს ვერაფერზე ეტყვით. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, კარგია ვარჯიშიც.
თევზები
განმარტოებისა და დასვენების საშუალება არ გექნებათ. უანგაროდ დაეხმარეთ გარშემო მყოფებს.
წყარო: astrologi.ambebi.ge