ფარშირებული კომბოსტო - ასე ორიგინალურად და გემრიელად კომბოსტო ჯერ არ მოგიმზადებიათ!
ინგრედიენტები
კომბოსტო - 1-1,5 კგ
საქონლის ხორცის ფარში - 500 გ
ხახვი - 1 თავი
ბრინჯი - 100 გ
კვერცხი 2 ცალი
არაჟანი - 2-3 ს/კ
საფანელი - 2 ს/კ
ზეთი - 2 ს/კ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
მოაჭერით კომბოსტოს გარქოვანებული ნაწილი.
მოწალეთ მარილწყალში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. გაწურეთ და გააცივეთ.
გულსართისთვის: ხორცის ფარშს შეურიეთ ბრინჯი, წმინდად დაჭრილი ხახვი, კვერცხი, მარილი და პილპილი.
გადაწიეთ ფრთხილად კომბოსტოს სათითაო ფურცელი. ამოავსეთ გულსართით... ასე ააწყვეთ მთელი თავი კომბოსტო.
ბოლო ფენა კომბოსტოს ფურცელი უნდა იყოს.
წაუსვით კომბოსტოს ზეთი, გაახვიეთ მჭიდროთ ფოლგაში და აცხვეთ დაახლოებით 40 წუთი 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
შემდეგ შემოაცალეთ ფოლგა, წაუსვით კომბოსტოს არაჟანი, მოაყარეთ საფანელი და შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 30 წუთით. როცა გამორთავთ ღუმელს, კიდევ დატოვეთ 10 წუთით. მიირთვით არაჟანთან ერთად.