შოკოლადის ფანქეიქები
თუკი გსურთ გაანებივროთ საკუთარი თავი და ახლობები განსაკუთრებული საუზმით, მოამზადეთ ეს შოკოლადის გემრიელობები ამ რეცეპტით...
მიირთვით კენკრით და ხილით, მოასხით კარამელი... და გემრიელად მიირთვით!
ინგრედიენტები
ფქვილი - 160 გ
კაკაო - 30 გ
გამაფხვიერებელი - 2 ჩ/კ
შაქარი - 1 ს/კ
მწიკვი მარილი
სოიოს რძე შოკოლადის არომატით - 220 მლ
კვერცხი - 2 ცალი
კარაქი - 80 გ
ზეთი - ტაფაზე წასასმელად
მომზადების წესები
ჯამში აურიეთ ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი. დაუმატეთ შაქარი და კაკაოს ფხვნილი და კარგად აურიეთ>
პატარა ქვაბში გაადნეთ კარაქი, გადმოდგით და შეურიეთ რძე, შემდეგ კი კვერცხი. კარგად აურიეთ.
ნელ-ნელა დაუმატეთ რძისა და კარაქის მასას ფქვილის მშრალი მასა და მოზილეთ ცომი.
გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე ტაფა, წაუსვით ცოტაოდენი ზეთი და კოვზით გაანაწილეთ მასზე ცომი...
შეწვით ფანქეიქები ორივე მხრიდან 30-40 წამის განმავლობაში.