ბანანისა და შოკოლადის ნამცხვარი
ინგრედიენტები
ბანანი - 4-5 ცალი
შავი შოკოლადი - 200 გ
კარაქი - 210 გ
რაფინირებული შაქარი - 160 გ
ყავისფერი შაქარი - 60 გ
კვერცხი - 5 ცალი
ფქვილი - 60 გ
გამაფხვიერებელი - 6 გ
მომზადების წესები
აიღეთ 20 გრამი კარაქი და წაუსვით გამოსაცხობ ფორმას, შემდეგ მოაყარეთ ყავისფერი შაქარი.
ბანანი გაფცქვენით და დაჭერით წრეებად, დაალაგეთ ფორმის ფსკერზე მჭიდროდ.
გაადნეთ შავი შოკოლადი და კარაქი წყლის აბაზანაზე, თან ურიეთ.
გადმოდგით და დაუმატეთ შაქარი და კვერცხი, კარგად აურიეთ.
ცალკე ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი, დაუმატეთ ფქვილის მასა კვერცხისას, მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი.
მოათავსეთ ცომი დაჭრილ ბანანზე ფორმაში, მოასწორეთ და შედგით წინასწარ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35 წუთი.
გამოიღეთ ნამცხვარი ღუმელიდან და ფრთხილად ამოაბრუნეთ გაშლილ თეფშზე. გააცივეთ და შემდეგ დაჭერით.
გემრიელად მიირთვით!