თეგებით ძიება

ვირთევზა ბასკურად

ინგრედიენტები
ოხრახუში
ნივრის კბილი - 2-3
ფქვილი - 1 ს.კ
პაპრიკა - 1 ჩ.კ
თეთრი ღვინო - 150 მლ
ხახვი - 1
პამიდორი - 4
ტკბილი წიწაკა - 6
ვირთევზას ფილე - 800 გ
ლიმონის ცედრა
მარილი და პილპილი

მომზადების წესები
წინასწარ შეწვით წიწაკა ღუმელში 200 გრადუსზე, ან პირდაპირ ქურის ღია ცეცხლზე. კანი რომ გაუშავდება შეუშვირეთ ცივ წყალს. კანი ადვილად გასძვრება.
თევზს მოვაყაროთ მარილი და პილპილი, ერთი მხრიდან ფქვილში ამოვავლოთ და იმ მხრიდანვე შევწვათ ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გადავიტანოთ თეფშზე, ტაფას მოვუსვათ ქაღალდის ხელსახოცი და დავაბრუნოთ ცეცხლზე. მოვშუშოთ ხახვი ამ ტაფაშივე, დავამატოთ დაჭრილი ნიორი, კანგაცლილი, დაჭრილი პამიდორი, ღვინო, პაპრიკა, მარილი და პილპილი.
სანამ ეს ყველაფერი იშუშება, შემწვარი წიწაკა გავასუფთაოთ თესლისგან და დავჭრათ ლენტებად. ლიმონს ავათალოთ ცედრის თხელი ლენტები (კანის ყვიტელი ნაწილი) ჩავამატოთ პამიდორში წიწაკა და ცედრა. წამოვადუღოთ.
გადავიტანოთ ღუმელისთვის განკუთვნილ ჭურჭელში, ზემოდან თევზი დავადოთ და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთი.
მზა კერშიდან ამოიღეთ ლიმონის კანი, თორემ კერძს მსუბუქ სიმწარეს მისცემს.
კერძს მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი, შეგვიძლია გარნირად ბრინჯიც მოვამზადოთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა