თეგებით ძიება

ცივი ჩაი სანელებლებით და ფორთოხლით

ინგრედიენტები
ფორთოხლის კანი - 2 დიდი ნაჭერი
დარიჩინი - 2 ცალი
ჩაი - შავი ან მწვანე - 4-6 პაკეტი
ჯანჯაფილი (კოჭა) - 2 სმ ფესვი
შაქარი - 150 გ
პიტნა - 5-6 ტოტი

მომზადების წესები
მოამზადეთ ჩაი: 8 ჭიქა წყალი ჩაასხით ქვაბში, დაამატეთ ფორთოხლის კანი( თეთრი ნაწილის გარეშე) და დარიჩინის ჩხირი. მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ ჩაამატეთ ჩაი და ცეცხლიდან გადმოდგით. 5 წუთის შემდეგ, ჩაის პაკეტი ამოიღეთ.
მოამზადეთ სიროპი: 1 ჭიქა წყალი, დაჭრილი ჯანჯაფილი და შაქარი დაბალ ცეცხლზე დადგით და წამოადუღეთ. მაშინვე დაგმოდგით, ჩაამატეთ პიტნა და მოურიეთ რომ შაქარი გადნეს. გააგრილეთ სიროპი, გაწურეთ და ჩაამატეთ ჩაის. გააციეთ მაცივარში. მზა ჩაი ჩამოასხით ლამაზ ჭიქებში, გააფორმეთ და მიართვით სტუმრებს


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა