თეგებით ძიება

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი შეამცირეთ მოთხოვნები, იყავით მეტად მოკრძალებული. სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს. არ დაზოგოთ ფული მასაჟსა და სხვა გამაჯანსაღებელ პროცედურებზე.
კურო
რომანტიკისა და შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა თქვენს საყვარელ ადამიანთან. მშვიდად მიიღეთ კრიტიკა.

ტყუპი
შეამცირეთ კონტაქტები, ნაკლები დრო დაუთმეთ ინტერნეტით ურთიერთობას. გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას.

კირჩხიბი
პირადი ურთიერთობების გაუმჯობესების დღეა. ტყუილად გგონიათ, რომ საყვარელი ადამიანი არ გაფასებთ. კარგი დღეა ნათესავების მოსანახულებლად.

ლომი
ხარისხიანი და არა მოდური ნივთების ყიდვის (სუნამო, აქსესუარები, კოსმეტიკა), გარდერობის განახლების დღეა. ზოგიერთი რემონტის გაკეთებას გადაწყვეტს.

ქალწული
საყვარელ ადამიანს თქვენი ერთგულება, სიყვარული დაუმტკიცეთ. პაემანი მშვიდ, სასაიმოვნო გარემოში გაატარეთ.

სასწორი
სახლში ჰარმონიის შექმნის დღეა. მეტი დრო დაუთმეთ კოსმეტიკურ და ჰიგიენურ პროცედურებს. ნუ გააკეთებთ ისეთ საქმეებს, რაც სულიერ სიმშვიდეს დაგირღვევთ.

მორიელი
პოზიტიური და მშვიდი ხართ. დღეს ყველაფერი ისე მოხდება, როგორც თავად გსურთ. მეტად გამოავლინეთ დახვეწილი მანერები და უზადო გემოვნება.

მშვილდოსანი
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს მატერიალური საკითხები. გადანახული თანხით შეიძლება მნიშვნელოვანი ნივთები შეიძინოთ. სიკეთეს (ზოგ შემთხვევაში დაწინაურებასაც კი) მიიღებთ იმათთგან, ვისაც წარსულში ასიამოვნეთ.

თხის რქა
სადაც არ უნდა მოხვდეთ, ყველაგან ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. თქვენი დახვეწილი მანერები და გემოვნება შეუმჩნეველი არ დარჩება. გაგიმძაფრდებათ ინტერესი არქიტექტურის, დიზაინისა და კულინარიისადმი.

მერწყული
ფულის ხარჯვის დღეა, მაგრამ პანიკაში ნუ ჩავარდებით, თქვენი დანახარჯი აგინაზღაურდებათ. საღამო საყვარელი ადამიანების გვერდით გაატარეთ.

თევზები
მეუღლესთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. ერთად შეარჩიეთ ბინისთვის ინტერიერი, რემონტი. კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრის, ნიშნობის მოსაწყობად.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა