ახალი წლის ღამეს იშვიათი მოვლენა მოხდება - ცაზე შავი მთვარე გამოჩნდება
2024 წლის ბოლოს, ღამის ცაზე კიდევ ერთი იშვიათი ასტრონომიული მოვლენა მოხდება. 30-31 დეკემბერს ადამიანები შავი მთვარის ხილვას შეძლებენ, წერს IFLScience .
ალბათ გსმენიათ ლურჯი მთვარის შესახებ, რომელიც უფრო ცნობილი ფენომენია და განსხვავდება შავი მთვარისგან.
ეს მოვლენა მოხდება 31 დეკემბერს, ცენტრალური ევროპის დროით 16:26 საათზე, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის დროით 17:26 საათზე.
„შავი მთვარეები იშვიათია, ეს ხდება 29 თვეში ერთხელ. ყველაზე ბოლო მოხდა 2023 წლის 19 მაისს", - ხაზგასმულია IFLScience-ში.
თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი იშვიათი ასტრონომიული მოვლენა ჩვენს ცაზე არ იქნება ხილული, რადგან შავი მთვარე ხდება მაშინ, როდესაც მთვარე თითქმის დედამიწასა და მზეს შორისაა, რაც ართულებს დაკვირვებას.